Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპარლამენტი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ოქტ.'06 / 10:55

ევროპის პარლამენტის დეპუტატებმა 26 ოქტომბერს მიიღეს ერთობლივი რეზოლუცია სამხრეთ ოსეთზე, რომელშიც მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებენ. რეზოლუცია ასევე საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნას გამოთქვამს სამშვიდობო ოპერაციაში ევროკავშირის მონაწილეობის თაობაზე.  

ევროპარლამენტმა მოუწოდა მხარეებს თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისა და პროვოკაციული და აგრესიული განცხადებებისგან, რაც სიტუაციის გამწვავებას შეუწყობს ხელს და შესაძლოა ძალადობაშიც გადაიზარდოს.

გარდა ამისა, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას პატივი სცეს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.

"ევროპარლამენტის დეპუტატები მკაცრად გმობენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ცალმხრივად დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობებს. პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის მთავრობას თავი შეიკავოს ამგვარი მცდელობების მხარდაჭერისგან და სანაცვლოდ მხარი დაუჭროს თავის სამეზობლოში კონფლიქტების მოგვარების მრავალმხრივ მცდელობებს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტმა ასევე დაგმო სამხრეთ ოსეთის გეგმები 12 ნოემბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე და შეახსენა მხარეებს, რომ 1992 წელს ჩატარებულმა ანალოგიურმა რეფერენდუმმა საერთაშორისო აღიარება ვერ მოიპოვა. მან ასევე მოუწოდა მხარეებს ხელი მოაწერონ ერთობლივ დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე და არსებული ჩიხიდან გამოსვლის მიზნით კონსტრუქციული მოლაპარაკებები გამართონ.

ევროპარლამენტმა ხაზი გაუსვა, რომ ნეიტრალურ, ეფექტურ და მიუკერძოებელ სამშვიდობო ოპერაციებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების მიზნით. "ევროპარლამენტი ინტერესით ელის ახალ წინადადებებს არსებული სამმხრივი სამშვიდობო ძალის თაობაზე. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ახალ ძალაში ასევე უნდა შევიდეს პოლიციური ელემენტი, რომელიც დანაშაულის და უკანონობის წინააღმდეგ იბრძოლებს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირი მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში, შენაერთები გააგზავნოს ახალი სამშვიდობო ძალებისთვის.

ერთობლივ რეზოლუციაში ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას უარი თქვას ყველა იმ ზომაზე, რომელიც საქართველოს და მის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების წინააღმდეგ გამოიყენა. 

"პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას მოხსნას გაუმართლებელი აკრძალვა მოლდოვადან და საქართველოდან იმპორტირებულ პროდუქციაზე. პარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და კომისიას გაყინული კონფლიქტების საკითხი და მათი მოგვარება ევროკავშირი-რუსეთის შემდეგი სამიტის დღის წესრიგში შეიტანოს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

და ბოლოს, ევროპარლამენტი მიესალმება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოსთან სამოქმედო გეგმის ხელმოწერას.

"ევროპარლამენტი ასევე მიესალმება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჰავიერ სოლანას განცხადებებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი აპირებს უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში, და მოუწოდებს საბჭოს უზრუნველყოს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ყველა საჭირო საშუალებით და რესურსით, რათა ეს ქმედება უფრო ეფექტური და თვალსაჩინო გახდეს“, - ნათქვამია რეზოლუციაში. 



 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9