სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 31 ოქტომბერს ყაბარდო-ბალკარეთის რესპუბლიკაში დეპუტატებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტები შიდა-ეთნიკური კონფლიქტები არ არის, იტყობინება "ინტერფაქსი“.
"ეს კონფლიქტის მცდარი ინტერპრეტაციაა. სინამდვილეში, მას აშკარა პოლიტიკურ-სამართლებრივი ხასიათი აქვს. საქართველოს სურს დასავლური დემოკრატიის ნორმები მოგვახვიოს თავს, რომელიც ვერასდროს ვერ დადგება ჩვენ კავკასიურ კანონებზე მაღლა“, - განაცხადა კოკოითმა.