Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალის განცხადებით, ‘ალტერნატიული არჩევნები’ დაძაბულობას იწვევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ნოე.'06 / 10:19

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ნოემბერს განაცხადა, რომ ე.წ ალტენატიული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი, რომელიც სეპარატისტების მიერ 12 ნოემბერს დაგეგმილი არჩევნების პარალელურად ტარდება, მართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ და მიზნად ისახავს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას.

ე.წ ალტერნატიულ არჩევნებს ატარებს "ოსთა ხსნის კავშირი“, რომელიც აერთიანებს სეპარატისტული ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებს. ოფიციალური თბილისი არცერთ არჩევნებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ორივე მათგანი არალეგიტიმურია. მაგრამ ცხინვალში ამბობენ, რომ ალტერნატიული არჩევნების უკან თბილისი დგას, რომელიც "მარიონეტული მთავრობის“ შექმნას ცდილობს.

"როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც არანაირი ბერკეტი არ აქვს გავლენა იქონიოს არჩევნების მომზადების პროცესზე ან მის შედეგებზე, ცდილობს ზეგავლენა ყველა შესაძლო ზომის გამოყენებით მოახდინოს“, – იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი დიმიტრი სანაკოევი იმ ხუთ კანდიდატს შორისაა, რომელიც ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირდა. მან თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 1 ნოემბერს ახალგორის მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა. ახალგორი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა ახლა საქართველოს ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17