Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო და ალტერნატიული არჩევნების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ნოე.'06 / 20:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 12 ნოემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი "სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის" შესაბამისად ტარდება, ხოლო ალტერნატიული არჩევნები და რეფერენდუმი მიზნად ისახავს ცხინვალის "ოფიციალური ხელისუფლების დისკრედიტაციას“ და ქართულ–ოსური კონფლიქტის ოსთა შორის დაპირისპირებაში გადატანას.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეფერენდუმი რეგიონში ვითარების გართულებისა და ცხინვალზე მზარდი ზეწოლის კონტექსტში უნდა იქნას განხილული.

აშშ–მ და ევროკავშირმა უკვე დაგმეს ცხინვალის მიერ 12 ნოემბერს დაგეგმილი არჩევნები და რეფერენდუმი.

“დამოუკიდებლად იმისა, მიიღებს თუ არა რეფერენდუმი საერთაშორისო აღიარებას, ნებისმიერ შემთხვევაში ის გახდება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის განწყობებისა და უპირატესობათა ინდიკატორი, რისი გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება რეალურ პოლიტიკაში“, – აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.

რაც შეეხება "ოსების ხსნის კავშირის" მიერ 12 ნოემბერს პარალელურად დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, მოსკოვი აცხადებს, რომ "აქ საკმაოდ ცხადად ჩანს ქართველი პოლიტტექნოლოგებისა და მათი უცხოელი დამრიგებლების" როლი.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, "ოსების ხსნის კავშირი“ საქართველოს ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების მხარდაჭერით მოქმედებს.

"რადგანაც "კავშირი" და მის უკან მდგომი ძალები არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში არ მოქმედებენ, შეიძლება დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ "არჩევნებისა“ და "რეფერენდუმის“ შედეგები იქნება "თაროდან“ აღებული საქართველოს ხელისუფლების მითითებით“, – ნათქვამია ოფიციალური მოსკოვის კომენტარში.

მოსკოვი ასევე ვარაუდობს, რომ "ოსების ხსნის კავშირი“ და მისი "სპონსორები“ სამხრეთ ოსეთის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიის ნაწილში ალტერნატიულ მთავრობას და ზოგიერთი მონაცემებით 2 ათას კაციან სახელმწიფო აპარატს დააფუძნებენ, რომელშიც "ლომის წილი“ კონფლიქტის ზონაში ახალ ძალოვან სტრუქტურებზე მოვა, რაც "კრიტიკულ ვითარებამდე" გაართულებს რუსი სამშვიდობოების მდგომარეობას.

"მიუხედევად 12 ნოემბერს დაგეგმილ ოფიციალური და პარალელური ღონისძიებების არალეგიტიმურობაზე საქართველოს ხელმძღვანელების ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებებისა, არსებობს იმის პროგნოზის საფუძველი, რომ ჩამოყალიბებული ალტერნატიული ხელისუფლება დე ფაქტოდ აღიარებული იქნება თბილისის მიერ და გამოცხადდება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა მოიმატებს, ეთნიკურად საზოგადოების გახლეჩა შეიძლება პოლიტიკურ და ძალისმიერ კონფრონტაციაშიც გადაიზარდოს. მოვლენათა განვითარების ამგვარი განვითარების შედეგი იქნება ქართულ–ოსური დარეგულირების სრული კოლაფსი, კონფლიქტი კი მიიღებს შეუქცევად და "ცხელ“ ხასიათს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და აქვე დასძენს, რომ მისი წინასწარმეტყველება "ბნელი, მაგრამ რეალისტურია".

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31