Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამხრეთ ოსეთში ორივე არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ნოე.'06 / 10:44
სივილ ჯორჯია

კვირას საღამოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ორი პარალელური არჩევნები და რეფერენდუმი დასრულდა.

 

სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ორგანიზებული არჩევნები სავარაუდოდ ედუარდ კოკოითის "პრეზიდენტადარჩევით დასრულდება, ხოლო რეფერენდუმი - დადებითი პასუხით რეგიონის "დამოუკიდებლობაზე“.  

 

არაოფიციალურად თბილისის მიერ მხარდაჭერილი "ალტერნატიული არჩევნებისშედეგად სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი სანაკოევი რეგიონის კიდევ ერთი ლიდერი გახდება, ხოლო რეფერენდუმი დადებითი პასუხით დასრულდება კითხვაზე გსურთ თუ არა თბილისთან მოლაპარაკებების დაწყება საქართველოსთან ერთიანი ფედერალური სახელმწიფოს შექმნის თაობაზე.

 

"მე ხმა მივეცი მშვიდობას და იმედი გვაქვს ავაშენოთ ახალი სახელმწიფო ქართველებთან და ოსებთან ერთად“, - განაცხადა სანაკოევმა ახალგორში ხმის მიცემის შემდეგ.

 

კოკოითმა ასევე განაცხადა ცხინვალში ხმის მიცემის შემდეგ, რომ მანაც მშვიდობას მისცა ხმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ოსი ხალხი ვერ ხედავს თავის მომავალს საქართველოში. მან ასევე დასავლური სახელმწიფოები გააკრიტიკა "ორმაგი პოლიტიკის განხორციელებისგამო და მოუწოდა მათ "უფრო კონსტრუქციული როლიითამაშონ კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

 

ცხინვალში განთავსებული სეპარატისტული ხელისუფლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 55 000 პოტენციური ამომრჩევლის 90%-ზე მეტმა მისცა ხმა არჩევნებში.

 

ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა დააფიქსირა ერედვში განთავსებულმა ალტერნატიულმა საარჩევნო კომისიამაც.

 

"არჩევნებში მონაწილეობა 42 000 ამომრჩეველმა მიიღო და ჩვენ ხმები ჯავის რაიონიდანაც მივიღეთ“, - განაცხადა ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ურუზმაგ ქარქუსოვმა საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.

 

ერედვში განთავსებული საარჩევნო კომისიის განცხადებით, მას ჯავაშიც ჰქონდა გახსნილი საარჩევნო უბნები.

 

ქართულმა ტელევიზიებმა გადასცეს კადრები, როგორ მოიტანა მამაკაცმა ცხენით ორი საარჩევნო ყუთი. ტელევიზიების განცხადებით, საარჩევნო ყუთები ჯავიდან ფარულად ჩამოიტანეს.

 

თუმცა, ოფიციალურმა ცხინვალმა უარყო განცხადებები, რომ ერედვის საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნები იმ რაიონებშიც ჰქონდა გახსნილი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება და მას თბილისის პროპაგანდისტული ომის ნაწილი უწოდა

 

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინებოდა 12 ნოემბერს, რომ ქართულმა მხარემ თავისი სპეცრაზმი სოფელ ავნევში განათავსა, რათა ადგილობრივი ოსებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცათ. თუმცა, ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო.

 

სხვა ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებდა რაიმე დაძაბულობაზე არჩევნების დღეს არ გავრცელებულა.

 

ქართველი პოლიტიკური მიმომხილველების განცხადებით, ორი პარალელური არჩევნების შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სამშვიდობო პროცესისთვის.

 

"სამხრეთ ოსეთის ეს ორი ხელმძღვანელობა ახლა იბრძოლებს ადგილობრივი მოსახლეობის გულების და გონების მოსაგებად და მათი ლეგიტიმურობა ამ ბრძოლის პროცესზე იქნება დამოკიდებული“, - განუცხადა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

 

"ალტერნატიული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც მათ უჩვენეს, რომ არსებობს სხვა ხმებიც სამხრეთ ოსეთის ფარგლებში“, - განუცხადა ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ხელმძღვანელმა დავით დარჩიაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

 

რუსეთმა უკვე გააკეთა გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ თბილისის მცდელობას სამხრეთ ოსეთში ალტერნატიული მთავრობის შექმნის თაობაზე შესაძლოა სამხედრო კონფრონტაცია მოყვეს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22