Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნოღაიდელი რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე თბილისის პოზიციას აკონკრეტებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ნოე.'06 / 15:43

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ დამატებით მოთხოვნებს არ დააყენებს, თუმცა "კატეგორიულად“ მოითხოვს რუსეთმა შეასრულოს  როკის გვირაბსა და ადლერი-ლესელიძის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ქართული საბაჟო კონტროლის აღდგენის თაობაზე თბილისის მოთხოვნა.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია რუსეთთან ამ საკითხზე. 2004 წელს ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და რუსეთი შესაბამისად საქართველოსთან საგარეო ვაჭრობას აწარმოებს ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტების მეშვეობით. ჩვენ არამარტო ვრჩებით ამ მოთხოვნის ერთგული, არამედ მოვითხოვთ რუსეთმა შეასრულოს თავისი დანაპირები და შეთანხმება, რომელიც ჩვენს შორის მოხდა. ჩვენ რაღაც დამატებით მოთხოვნას აღარ ვაყენებთ, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა“, – განუცხადა ბრიუსელში მყოფმა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს.

როგორც მოსალოდნელია აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტები, რომელთა შეხვედრაც ვიეტნამში 18 ნოემბერს იგეგმება, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ მხარს დაუჭერს რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებას.

რუსეთის გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რიგებიდან აშშ–ს გამოთიშვის შედეგად მხოლოდ საქართველო, მოლდოვა და კოსტა–რიკა იქნებიან რუსეთის ვმო–ში შესვლის წინააღმდეგნი, სადაც ახალი წევრების მიღების შესახებ გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12