Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილის მეგობარმა "რუსთავი2“–ის საკონტროლო პაკეტი გაყიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ნოე.'06 / 11:55

ტელეკომპანია "იმედის“ საკვირაო გადაცემა "დროებამ“ 19 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2“–ის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარია, კუთვნილი 78% აქციები გაყიდა.

"დრობაში" გამოითქვა ვარაუდი, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ შესაძლოა ამ გარიგებას უკავშირდებოდეს, რომელიც, "დროების“ ინფორმაციით, მის გადადგომამდე რამდენიმე დღის ადრე კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დიმა ქიტოშვილის შუამავლობით შედგა.

გადაცემა "დროებაში“ ასევე განაცხადეს, რომ "რუსთავი 2“–ის აქციათა 78%–ის მფლობელი კომპანია "ჯეოტრანსი“ გახდა, რომლის დამფუძნებელიც დიტო ქიტოშვილის ახლო მეგობარია. 

ამ ინფორმაციაზე ქიტოშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა დღეს "რუსთავი 2"–ის გადაცემა "ბიზნესკურიერში" განმარტებას გააკეთებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კობა დავარაშვილი.
 
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" 1994 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი და მმართველი  ეროსი კიწმარიშვილი იყო, თუმცა მან 2004 წლის ზაფხულში აქციათა საკონტროლო პაკეტი ქიბარ ხალვაშს მიყიდა.

"რუსთავი 2" უდიდეს სამაუწყებლო კომპანიად მას შემდეგ გადაიქცა, რაც ქიბარ ხალვაშმა 2006 წლის დასაწყისში ტელეკომპანია "მზის“ აქციების 78% შეიძინა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8