Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
"რუსთავი 2"–ის ირგვლივ მსხვილი მედიაჰოლდინგი იქმნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ნოე.'06 / 18:45

ტელეკომპანიების "რუსთავი 2"–ის,  "მზისა" და "პირველი სტერეოს“ გაერთიანების შედეგად მსხვილი მედიაჰოლდინგი შეიქმნება – ეს ინფორმაცია "რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა კობა დავარაშვილმა დღეს გადაცემა "ბიზნესკურიერში“ დაადასტურა.

გადაცემაში ასევე დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "რუსთავი 2“–ის აქციათა 78%–ის მფლობელი კომპანია "ჯეოტრანსი“ გახდა, რომელმაც აქციათა ეს ოდენობა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისაგან შეისყიდა, რომელიც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარია.

გარდა ამისა, ჰოლდინგის შიგნით წილების ფლობა იცვლება. ამ ეტაპზე ჰოლდინგის ღერძი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც "რუსთავი2"-სა და "მზე"-ში 22%-22%-ს ფლობს, ხოლო "პირველ სტერეოში" 65%-ს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ "ჯეოტრანსმა" დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად საკუთარი წილის ნაწილი გაასხვისოს.

თუმცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ამ ინფორმაციების გამჟღავნება ახალი წლისათვის იგეგმებოდა და ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ჰოლდინგის შექმნის პროცესის დასრულებამდე გაეხმოვანებინა გეგმები მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია  "იმედის" მეშვეობით ინფორმაციამ "გაჟონა".   

“უკვე შეთანხმება მიღწეულია, ეს სამი არხი ერთიანდება და ჩვენ ვიქნებით საკმაოდ ძლიერი და ქართულ ბაზარზე არნახული მედიაჰოლდინგი“, – განაცხადა დღეს კობა დავარაშვილმა "ბიზესენკურიერთან“ ინტერვიუში.

"ბიზნესკურიერის“ ცნობით, ახალი მედია ჰოლდინგი ქართული მედია ბაზრის ნახევარზე მეტს დაიკავებს.

კითხვაზე შეძლებს თუ არა "იმედი“ ახალი მედიაჰოლდინგისთვის კონკურენციის გაწევას, კობა დავარაშვილმა უპასუხა, რომ "ჩვენთან ბრძოლა ამ ყველაფრის შედეგად უფრო საინტერესო და უფრო რთული იქნება... ეს ჩვენი კონკურენტების სადარდებელია, როგორი იქნება ჩვენთან კონკურენტული თამაში“.

მისი თქმით, მედიაჰოლდინგთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განხილვის პროცესშია, თუმცა არხის მენეჯმენტში ცვლილებები არ იქნება. "სტრუქტურა ჰოლდინგისათვის მორგებადი გახდება“, – დასძინა დავარაშვილმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24