Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა სავალდებულო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 დეკ.'06 / 19:31

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სარეზერვო სამსახურის სისტემის შექმნას ითვალისწინებს.
 
დოკუმენტის თანახმად, მამაკაცები 27-დან 40 წლამდე (თავდაპირველად, მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი 50 წელი იყო) ვალდებულნი იქნებიან გაიარონ რეზერვისთა მომზადების 18-დღიანი კურსები.
 
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნიკა რურუამ, რომელმაც 8 დეკემბერს კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა, განაცხადა, რომ 2007 წელს 20 000 რეზერვისტის მომზადებაა გათვალისწინებული.
 
კანონპროექტის თანახმად, პიროვნებას შეუძლია თავიდან აიცილოს სავალდებულო სარეზერვო სამსახური იმ შემთხვევაში, თუ 180 ან 200 საათს ალტერნატიულ სამსახურში იმუშავებს. 
 
პირველად აცილების შემთხვევაში, პიროვნება დაჯარიმდება 1000 ლარით. ხოლო თუ ეს ფაქტი მეორედაც განმეორდება, პიროვნებას ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
 
სურვილის შემთხვევაში სარეზერვო სამსახურის გავლა ქალბატონებსაც შეეძლებათ.
 
კანონპროექტი არ ვრცელდება მასწავლებლებზე, ექიმებზე, რკინიგზის ტექნიკურ პერსონალზე, მოსამართლეებზე, დიპლომატებზე, სასულიერო პირებსა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლებზე. ნიკა რურუას განცხადებით, მოსავლის აღების პერიოდში არ მოხდება გლეხების გაწვევა.
 
მომზადების პროგრამას და გაწვევის სქემას თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს. 
 
"ეს ინიციატივა დამატებით დაფინანსებას მოითხოვს [თავდაცვის სამინისტროსთვის]“, - განაცხადა დეპუტატმა ნიკა რურუამ, თუმცა თანხა არ დაუკონკრეტებია.
 
ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ინიციატივა არის "ტოტალური და უპირობო თავდაცვის დოქტრინის" ნაწილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ახალი დებულების სახით შევიდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24