Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააპელაციო სასამართლო გირგვლიანის საქმეს განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 დეკ.'06 / 16:08

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებული საქმე კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 8 დეკემბერს საქმის განხილვა დაიწყო.

2006 წლის ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი განყოფილების ყოფილ უფროსი გია ალანია დაადანაშაულა იმ დაზიანებების მიყენებაში, რამაც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება გამოიწვია და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე დეპარტამენტის კიდევ სამ თანამშრომელს 7-7 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ყოფილი პოლიციელების ადვოკატები ახლა მსჯავრდებულთა გათავისუფლებას ითხოვენ, ხოლო პროკურორები მათი განაჩენის ერთი წლით გახანგრძლივებას მოითხოვენ.

გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ გირგვლიანის "დასჯა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკვეთით მოხდა, რომელთაც ყური მოკრეს, თუ როგორ ლანძღავდა მათ გირგვლიანი "შარდენ –ბარში". თუმცა, პროკურორები აცხადებენ, რომ გირგვლიანის მკვლელობა მსხვერპლსა და მსჯავრდებულებს შორის სპონტანური კამათის შედეგი იყო.

შავგულიძის განცხადებით, გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთებად  მოიაზრებიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, შსს–ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი ვასილ სანოძე (ორივე მათგანი მარტში საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად თანამდებობიდან გადადგა), შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და ასევე შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია.

"მე ვითხოვდი სასამართლო მოსმენაზე ყველა იმ მტკიცებულების შესწავლას, რომელსაც შესაძლოა დაედასტურებინა ამ პირების მონაწილეობა საქმეში, თუმცა მოსამართლემ ჩემი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რაც მაიძულებს ვივარაუდო, რომ საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს იმ მტკიცებულებების გამოაშკარავებას, რომელთაც შესაძლოა დაამტკიცონ შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი მკვლელობის საქმესთან“, - განუცხადა შავგულიძემ ჟურნალისტებს.

სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენს, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამოაცხადებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10