Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალი ოპოზიციური პარტია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 დეკ.'06 / 16:18

დღეს ახალი ოპოზიციური პარტიის "ეროვნული ფორუმის“ დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართა. პარტიის თავმჯდომარედ კახა შარტავა აირჩიეს.

კახა შარტავა ახალი სახეა ქართულ პოლიტიკაში. იგი 1993 წელს, სოხუმის დაცემის დღეს აფხაზი მეომრების მიერ მოკლული, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას შვილია.

37 წლის კახა შარტავა ყოფილი დიპლომატია. 1996–2000 წლებში ის მოსკოვში საქართველოს საელჩოში მუშაობდა.

პარტიის სხვა ლიდერები არიან კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე რეზო შავიშვილი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ნიკო ორველაშვილი, ტრადიციონალისტთა კავშირის ყოფილი წევრები ირაკლი მელაშვილი და გუბაზ სანიკიძე.

"ჩვენი ამოცანაა შევქნათ პარტია, რომელიც პირველივე არჩევნებზე დაამარცხებს ხელისუფლებას. ჩვენ არ ვაპირებთ ვიბრძოლოთ 5% ან 7%–თვის და ექვსი კაცით შევიდეთ პარლამენტში... ეს უნდა იყოს პარტია, რომელიც მოიგებს არჩევნებს და შეცვლის ქვეყანაში ვითარებას“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა დამფუძნებელ კონფერენციაზე.

პარტიამ, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბების მომხრეა, 15 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ძირითადი ყურადღება აფხაზეთზე გაამახვილა. 

კახა შარტავას განცხადებით, ქართულმა მხარემ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები, რამაც აფხაზეთში 90–იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გარეშე ქართულ და აფახაზურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა გაჭირდება.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12