Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობამ ოთხ კომპანიას გაზის ტარიფის დროებითი კომპენსაციისთვის კრედიტები გამოუყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 იან.'07 / 13:25

საქართველოში სამომხმარებლო ტარიფის გაზრდამდე რუსული გაზის გაძვირებით გამოწვეულ დანახარჯებს მთავრობის მიერ გაცემული 125 მლნ ლარიანი საბიუჯეტო სესხით ის კომპანიები დაფარავენ, რომელთაც დეკემბრის ბოლოს გააფორმეს შეთანხმება "გაზპრომთან“ 235 აშშ დოლარად ათასი კუბამეტრი გაზის შეძენის თაობაზე. მოგვიანებით კი ახალ ტარიფში  სრულად აისახება კომპანიების მიერ 2007 წლის 1 იანვრიდან გაზის გაძვირების გამო გაწეული დანახარჯები.

ამის შესახებ საუბარია მთავრობის 3 იანვრის განკარგულებაში, რომელითაც 
საქართველოში ბუნებრივი აირის საფასურის ზრდის დროებითი კომპენსირებისათვის კომპანია "ენერჯი-ინვესტს” –  არაუმეტეს 25 მილიონი ლარის, სს "მტკვარი ენერგეტიკას” –  37 მილიონი ლარის, სს "იტერა-საქართველოს”  –18 მილიონი ლარის და სს "ყაზტრანსგაზთბილისს” – 45 მილიონი ლარის ოდენობით საბიუჯეტო სესხი 2 წლით, 2008 წლის 31 დეკემბერამდე მიეცემა, წლიური 0,5 პროცენტით.

ამდენად, 125 მლნ ლარიან საბიუჯეტო კრედიტს სამი რუსული და ერთი ყაზახური კომპანია გადაინაწილებს.

განკარგულების თანახმად, სესხის ძირითადი თანხის გასტუმრების ერთადერთი წყარო იქნება გაზრდილი ტარიფი, რომლითაც მომხმარებელს  მოუწევს მიმდინარე და ტარიფის გაზრდამდე გასაწევი ხარჯების ერთბაშად გადახდა. განკარგულებაში არ არის კონკრეტულად ხაზგასმული, გაზის ღირებულების გაძვირების და საბიუჯეტო სესხის გარდა, ტარიფში აისახება თუ არა სესხის საპროცენტო განაკვეთიც. 

ამასთან კომპანიების მიერ სასესხო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ისინი ამის შესახებ 10 დღით ადრე გააფრთხილებენ,  მთავრობა ვალდებული იქნება "გადახედოს სესხის ვადებს და "სესხის მიმღებთან” შეთანხმებით მოახდინოს სესხის დაფარვის ვადების ცვლილება იმგვარად, რომ არ მოხდეს "სესხის მიმღების” პირობების გაუარესება“, ნათქვამია განკარგულებაში.

ამჟამად, თბილისის მომხმარებელი 34 თეთრს იხდის კუბურ მეტრ გაზში, რეგიონებში კი ტარიფი 40–დან 45 თეთრამდე მერყეობს.

ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ 15 იანვარს განაცხადა, რომ კომისია ტარიფის ზრდაზე თვის ბოლოს იმსჯელებს. ამ ეტაპზე უცნობია როდიდან ამოქმედდება ახალი სატარიფო განაკვეთები.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75