Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე საქართველოსთან მოლაპარაკებებში პროგრესს აღნიშნავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 იან.'07 / 10:59

საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების თაობაზე ყველა მოთხოვნა ჯერ არ მოუხსნია, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული პროგრესი შეინიშნება, იტყობინება "ინტერფაქსი“ 26 იანვარს რუსეთის ეკონომიკის მინისტრის გერმან გრეფის სიტყვებზე დაყრდნობით.  

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე მიმდინარე კვირას ჟენევაში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ოფიციალურ პირებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს მართავდა. თუმცა ოფიციალურ თბილისს ამ მოლაპარაკებების თაობაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ 22 იანვარს, მოლაპარაკებების დაწყებამდე, განაცხადა, რომ თბილისი კვლავ მოითხოვს რუსეთისგან თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ლეგალიზებას.

"ჩვენი მიზანია ვმო-ს წევრი წლის ბოლომდე გავხდეთ. ამრიგად, ყველა პრობლემა წლის ბოლომდე უნდა მოვაგვაროთ... ყველა პრეტენზია [ქართული მხარის] მოხსნილი არ არის. თუმცა, ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები ჩატარდა და არის პერსპექტივა, რომ დავაახლოვოთ ჩვენი პოზიციები“, - განაცხადა გერმან გრეფმა დავოსში, თან იქვე დასძინა, რომ "სახეზეა აშკარა პროგრესი".
 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14