Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი რუსეთთან ურთიერთობებში რიტორიკის შერბილებაზე მიუთითებს
/ 31 იან.'07 / 18:54
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებულ რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს განუცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ”გონიერებამ იმძლავრა” და თბილისი მზად არის მოსკოვთან ”დიალოგის გაღრმავებისთვის” მას შემდეგ, რაც რუსეთი მოხსნის საქართველოს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

ვიაჩესლავ კოვალენკო, რომელიც საქართველოში რუსეთის ელჩად 2006 წლის ივლისში დაინიშნა, 31 იანვარს პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა და მას რწმუნებათა სიგელები გადასცა. რუსეთმა თავისი ელჩი საქართველოში იანვარში დააბრუნა, ოთხი თვის თავზე მას შემდეგ, რაც იგი ჯაშუშების გარშემო ატეხილი სკანდალის გამო იქნა გაწვეული.

”რუსეთი დაინტერესებულია კავკასიაში სტაბილური სიტუაციით, კონფლიქტების მოგვარებით, რომელიც წარსულიდან შემორჩა. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა ეს პრობლემები სამართლიანად გადაიჭრას. მე მინდა დაგარწმუნოთ პრეზიდენტო, რომ ჩემს ახალ პოზიციაზე ყველანაირად ხელს შევუწყობ ურთიერთხელსაყრელ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენ ქვეყნებს შორის”, - განუცხადა ელჩმა კოვალენკომ პრეზიდენტ სააკაშვილს.

ამის საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ყოველთვის ეფუძნებოდა ”ტრადიციულ ურთიერთსიმპათიას” რუს და ქართველ ხალხს შორის და ”საერთო ისტორიულ ბედს”.

ეს განცხადება ანალოგიური იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებისა, როდესაც იგი 18 იანვარს მოსკოვში კოვალენკოს შეხვდა. ”საუკუნეების მანძილზე ჩვენ ქვეყნებს საერთო ბედი ჰქონდათ”, - განაცხადა მაშინ პუტინმა.   

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის ელჩს განუცხადა, რომ ის მართლაც მოხარულია მისი დაბრუნებით და ნათლად მიანიშნა, რომ შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსთან, რაც რუსეთმა გასული წლის ოქტომბერში შეწყვიტა.

საქართველოს ავიაკომპანიების წარმომადგენლები 5-6 თებერვალს მოსკოვს ეწვევიან, სადაც რუსეთის ოფიციალურ პირებთან ერთად ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავენ.

”ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ბოლო დროს ჩვენ ურთიერთობებში შენელდა რიტორიკა და გონიერებამ იმძლავრა. ვიმედოვნებთ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ რეალურად გადავალთ ყველა შეზღუდვების მოხსნაზე, რომელიც იქნა შემოღებული, ჩვენ მზად ვართ კვლავ ავაგოთ ურთიერთობები და გავაღრმავოთ დიალოგი ყველა ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე, რეგიონულ საკითხებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე”, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთის შემრიგებლური ნაბიჯებისა, თბილისი კვლავ ცდილობს ანტირუსული კამპანიის წარმოებას და მას ამის მაგალითად ურანის კონტრაბანდის საქმე მოიყვანა.  

”ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის უნდა დაეფუძნოს ურთიერთპატივისცემას და სამართლიან თამაშს. რუსეთი ამ პრინციპს ითვალისწინებს საქართველოსთან ურთიერთობისას და იმედი გვაქვს, რომ თბილისიც საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს... თუმცა, ჯერ ასეთი ნაბიჯები არ ჩანს. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ ჩვენ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების მოწმენი გავხდით რუსეთიდან ურანის კონტრაბანდის საქმესთან დაკავშირებით”, - განუცხადა კოვალენკომ ჟურნალისტებს. 

მისი თქმით, ამგვარი ”თავდასხმები რუსეთზე” არ უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოგვარებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიას, განაცხადა, რომ თბილისს არ სურს ურანის კონტრაბანდის საქმის პოლიტიზირება. 

”ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ განვაცხადოთ, რომ მეტი თანამშრომლობაა საჭირო სახელმწიფოებს შორის ამგვარ საკითხებზე და შემიძლია ვთქვა, რომ უკვე შეიმჩნევა დადებითი ნიშნები. თქვენ იცით, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაიწყო საქმის გამოძიება”, - განუცხადა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24