Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჩეხური კომპანია საქართველოს ენერგო-ბაზარზე შემოდის
/ 5 თებ.'07 / 18:41
სივილ ჯორჯია

ჩეხურმა კომპანიამ Energo-Pro საქართველოს ორი სადისტრიბუციო ენერგოკომპანია და ექვსი ჰიდროელექტროსადგური 132 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, თუმცა ამის გარდა საქართველოს ენერგოსექტორში კიდევ 285 მილიონი აშშ დოლარის ჩადებას გეგმავს. შედეგად, კომპანია ქვეყნის ენერგობაზრის 62,5%-ს გააკონტროლებს.

Energo-Pro-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა ირჟი კრუშინამ და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ 5 თებერვალს ხელი მოაწერეს შეთანხმებას - შვიდი თვის თავზე მას შემდეგ, რაც ჩეხური კომპანია საქართველოს მთავრობამ საპრივატიზაციო ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა.

ხელმოწერის ცერემონიაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, საქართველოს ხელისუფლებამ ჩეხეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლებიც მოიწვია იმის სადემონსტრაციოდ, რომ  Energo-Pro-ს არაფერი აქვს საერთო რუსულ ენერგოკომპანია “რაო ეეს”-ან, როგორც ამას ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბეჭდვითი მედია ეჭვობდა.  

5 თებერვალს ხელმოწერილი კონტრაქტის თანახმად, Energo-Pro-მ გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია და აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, რომელთა მომხმარებელთა რაოდენობა 780 000 და 95 000-ს შეადგენს და ასევე ექვსი ჰესი: ძევრულჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესი, შაორჰესი, რიონჰესი და აწჰესი 132 მლნ დოლარად შეიძინა. ექვსივე ჰესის გენერაციის სიმძლავრე 350 მეგავატზე მეტს შეადგენს.

შეთანხმების თანახმად, ჩეხური კომპანია 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის და აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მომსახურების ზონაში არსებულ ელექტროქსელების მოდერნიზაციაში.

გარდა ამისა, დაგეგმილია დამატებით 85 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება უკვე პრივატიზებული ჰესების რეაბილიტაციაში, აცხადებს Energo-Pro.

შეთანხმების თანახმად, ჩეხური კომპანია 100 მეგავატი სიმძლავრის ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ჩადებას გეგმავს.   

”ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ენერგოსექტორში... Energo-Pro-სთან დადებული ეს კონტრაქტი არის ურთიერთობების ახალი ეტაპი არა მხოლოდ ”საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის, არამედ მთელ ევროპულ თანამეგობრობასთან”, - განაცხადა  ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილემ მარტინ ტლაპამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრნენ ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე რუთ ბიზკოვა, ჩეხეთის საექსპორტო ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იოზეფ ტაუბერი და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იოზეფ ვრაბეკი.

მარტინ ტლაპამ ხაზი გაუსვა, რომ Energo-Pro-ს შეთანხმებას საქართველოსთან ”მხარს უჭერს ჩეხეთის მთავრობაც”.

Energo-Pro-ს ინვესტიციები საქართველოში ჩეხური სახელმწიფო საექსპორტო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება, რომელიც კომპანიის უცხოური ინვესტიციების უზრუნველყოფას 2002 წლიდან ახორციელებს. ჩეხეთის ექსპორტის გარანტირებისა და დაზღვევის კომპანია კი საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციების რისკებს დააზღვევს. 

შეთანხმების საბოლოო პირობები Energo-Pro-ს და საქართველოს შორის გასული წლის ივნისში მიღწეული თავდაპირველი გარიგების გადახედვის შედეგად განისაზღვა, თუმცა როგორც Energo-Pro-მ, ისე საქართველოს მთავრობამ უარი თქვეს შეთანხმების ტექსტის გამოქვეყნებაზე. 

2006 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ რვა  კომპანიის მიერ წარდგენილი საპრივატიზაციო განაცხადებიდან ჩეხური კომპანია შეარჩია, რომელიც მზად იყო ორი სადისტრიბუციო კომპანიის და ექვსი ჰესის შესაძენად საქართველოს ბიუჯეტში 312 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა.  გადახედილი პირობების თანახმად კი, Energo-Pro 132 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის.

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ ენერგო ობიექტების 312 მილიონ აშშ დოლარად შეძენა ელექტროენერგიაზე ტარიფების მომატებას გამოიწვევდა, ”რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ზედმეტი ტვირთი იქნებოდა”.

”საბოლოოდ, ჩვენ შევთანხმდით ორივე მხარისთვის ყველაზე უფრო მეტად მისაღებ ფორმულაზე. ეს არის 427 მლნ დოლარის პაკეტი... ჩვენ ყველანი ვართ ძალიან კმაყოფილი... ჩვენ უახლოეს პერიოდში მივიღებთ კიდევ უფრო მდგრად ენერგეტიკის სექტორს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, თან იქვე დასძინა, რომ 132 მილიონი დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება, ხოლო დანარჩენის ინვესტირებას ჩეხური კომპანია სარეაბილიტაციო პროექტებში განახორციელებს.

”პრივატიზაცია დასრულდა, მაგრამ სექტორში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და იმედი მაქვს, რომ  Energo-Pro ამას ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს”, - განაცხადა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა.

შედეგად, ჩეხური კომპანია Energo-Pro ქვეყნის უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომლის მომხმარებელთა საერთო რაოდენობა 875 000-ს შეადგენს, ძირითადად დასავლეთ საქართველოში.

თბილისის სადისტრიბუციო კომპანია ”თელასი”, რომლის მფლობელიც რუსული ”რაო ეეს”-ია, 412 000 მომხმარებელს ემსახურება. მის საკუთრებაში შედის ასევე ორი ჰესი და თბილსრესის ორი ბლოკი. კახეთის ენერგოდისტრიბუციას 111 000 მომხმარებელი ჰყავს.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31