Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა განიხილა დეპორტირებულთა საქმეების შემსწავლელი კომისიის დასკვნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 თებ.'07 / 13:17

რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური გაძევება ეროვნული კუთვნილების ნიშნით განხორციელდა, კანონიერი საფუძვლის გარეშე და ეს ატარებდა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან მართული კამპანიის ხასიათს, ნათქვამია დეპორტირებულთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.

პარლამენტი რეკომენდაციას აძლევს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეთა დარღვეული უფლებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცვას, რის სასარგებლოდაც ჯერ-ჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

დასკვნაში, რომელიც დეპუტატებს დღეს კომისიის თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ წარუდგინა, ასახულია საქართველოს მოქალაქეთა უფლებების შელახვის ათობით ფაქტი, რომელსაც კომისია 4 თვის განმავლობაში სწავლობდა. 

მათ შორისაა დეპორტაციის პროცესში საქართველოს ოთხი მოქალაქის მანანა ჯაბელიას, თენგიზ ტოგონიძის, რევაზ ბერულავას, ზურაბ მუზაშვილის ”სიცოცხლის მოსპობის” ფაქტები, რომლებიც ”გამოწვეული იყო რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირთა ბრალეული ქმედებით”.

”რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ მასობრივად და კანონსაწინააღმდეგოდ იქნა შელახული საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტალური უფლებები განმტკიცებული, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ასევე რუსეთის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით”, - ნათქვამია კომისიის დასკვნაში, სადაც კონკრეტულად არის მითითებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების ათობით დარღვეული მუხლი.  

საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან გამოძევების თაობაზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ”ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის გარეშე, სასამართლო განხილვებისთვის შეუსაბამოდ მოკლე დროის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტალური უფლებების, მათ შორის დაცვისა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების დარღვევით...”.

”სასამართლოში წარდგენამდე და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ მილიციის განყოფილებებსა წინასწარი დაკავების საკნებსა და სპეცგამანაწილებლების საკნებში უკიდურესად მძიმე, არაადამიანურ პირობებში, რაც უნდა ჩაითვალოს თავისუფლების შეზღუდვად წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის პირობებში”, - აცხადებს საგამოძიებო კომისია. 

კომისიის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ დეპორტირებულ მოქალაქეებს დღემდე არ ეძლევათ შესაძლებლობა განკარგონ რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენილი უძრავ-მოძრავი ქონება.

”აღნიშნული უნდა ჩაითვალოს საკუთრების უფლების მასობრივ და უკანონო შეზღუდვად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან”, - აცხადებს კომისია.

კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, დასკვნა გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საპარლამენტო ასამბლეებს, მათ შორის დსთ-ს შესაბამის ორგანოებს, ასევე მეგობარი ქვეყნების პარლამენტებს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს.

პარლამენტი ასევე რეკომენდაციას აძლევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ”უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა დარღვეული უფლებების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასევე უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საკითხები კოორდინაცია და მომზადება”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32