Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ემირატები საქართველოში 817 მილიონიან ინვესტიციას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 თებ.'07 / 10:36

რას ალ-ხაიმას საამირო და საქართველო ბიზნესის სფეროში პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რაც საქართველოში უძრავი ქონების სფეროში 817 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს, იტყობინება GulfNews -ი 18 თებერვალს.

ეს გარიგება რას ალ-ხაიმას მმართველის მოადგილემ, შეიჰ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განიხილეს. ეს უკანასკნელი 15-17 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ ემირატებს სტუმრობდა.

შეთანხმება ითვალისწინებს თბილისში 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე საცხოვრებელი ფართის  - ”თბილისის სიმაღლეები” მშენებლობას და ასევე უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას 150 000 კვადრატულ მეტრზე, იტყობინება Gulfnews-ი.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელებას.

”ის გამოცდილება, თუ როგორ მოახერხა ემირატებმა თავისი ეკონომიკა ენერგოდამოკიდებულიდან ფართოდ დივერსიფიცირებულ ეკონომიკაზე გადაეყვანა, დიდ იმედებს გვიმყარებს, რადგან თუ ეს შესაძლებელი გახდა აქ, საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი”, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა Gulfnews-ს.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ და რას ალ-ხაიმამ, სპარსეთის ყურეს ჩრდილოეთით მდებარე საამირომ, მოახერხეს ”დროის მოკლე პერიოდში მჭიდრო პარტნიორობის” დამყარება. 
  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20