Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა ”სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის” საკითხი ოპოზიციონერ დეპუტატებთან განიხილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 მარ.'07 / 10:22

პრეზიდენტი სააკაშვილი 28 მარტს ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა და სამხრეთ ოსეთში ”დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის” შექმნის შესახებ თბილისის გეგმები განიხილა.

პრეზიდენტმა განუცხადა კანონმდებლებს, რომ ”თავის დროზე კონფლიქტთან დაკაშირებით შეცდომები ყველა მხარემ დაუშვა, მათ შორის საკანონმდებლო შეცდომები ჩვენც დავუშვით”.

”მაგრამ ყოველთვის შეიძლება ამ შეცდომების გამოსწორება”, - დასძინა მან.

სააკაშვილს ”შეცდომებზე” დეტალურად არ უსაუბრია, თუმცა, სავარაუდოდ იგი მიანიშნებდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის გაუქმების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება რეგიონში 90-იანი წლების დასაწყისში კონფლიქტის გაჩაღებამდე იქნა მიღებული.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური და მრეწველთა პარტიის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები გიგა ბოკერია ნაციონალური მოძრაობიდან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე.

სააკაშვილმა განუცხადა დეპუტატებს, რომ სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული ერთეულის შექმნაზე თბილისის ინიციატივა მიზნად ისახავს იმ ”პროვოკაციების” თავიდან აცილებას, რომელთა გზითაც იგეგმება ”საქართველოს დაქუცმაცება, რასაც ჩვენ ვუპასუხებთ ენერგიული ქმედებებით და ინიციატივებით”.       

”თქვენი[ოპოზიციონერი ლიდერების] აზრი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუნდაც ის ჩვენს პოზიციას ყველა დეტალში არ ემთხვეოდეს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე, თუმცა აღნიშნეს, რომ ინიციატივა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნაზე ”საინტერესოა”. 


 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24