Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კავკასიური ინსტიტუტი სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის ტაქტიკას აანალიზებს
/ 21 აპრ.'07 / 12:27
სივილ ჯორჯია

თბილისის ახალი სტრატეგია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიმართ ახალ შესაძლებლობებს იძლევა, თუმცა კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის რისკებსაც შეიცავს, ნათქვამია მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოლიტიკის ნარკვევში.

დოკუმენტი აანალიზებს თბილისის ბოლოდროინდელ ინიციატივას სამხრეთ ოსეთში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის თაობაზე.

საქართველოს პარლამენტმა 13 აპრილს მიიღო კანონპროექტი სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის თაობაზე, რომელსაც, სავარაუდოდ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერი დიმიტრი სანაკოევი უხელმძღვანელებს.

კავკასიური ინსტიტუტი აცხადებს, რომ კანონი ”ლეგიტიმურ საფუძველს უქმნის ცენტრალურ ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ქართულ-ოსური პოლიტიკური თანაცხოვრების მომხრე ძალასთან”.

”თუ ეს მიზანი შესრულდა, რეგიონში შეიძლება ჩამოყალიბდეს ინტერესთა გავლენიანი ინტეგრირებული ქართულ-ოსური ჯგუფები, რაც კონფლიქტს ეთნიკურ შეფერილობას ჩამოაცილებს ან შეასუსტებს მაინც,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სანაკოევის ადმინისტრაციისთვის გარკვეული ლეგიტიმურობის მინიჭებას, მიმართულია იმის დემონსტრირებისკენ, რომ ”კონფლიქტის ზონა არაა კრისტალიზებული ორ დაპირისპირებულ ეთნიკურ ბანაკად”.

”სურათი ბევრად უფრო რთულია და შესაბამის მიდგომებს საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან,” - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თუ დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციას დაქვემდებარებულ სამართალდამცავ სტრუქტურებში ეროვნებით ოსებიც იმსახურებენ, ამან შეიძლება შეამციროს ძალადობის ხარისხი კონფლიქტის ზონაში, რადგანაც კოკოითს დაქვემდებარებული გასამხედროებული რაზმები შეიძლება ”მოერიდონ მათზე შეიარაღებულ შეტევებს”.

თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ სანაკოევს ჯერ შესასრულებელი აქვს ”კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ოსი და ქართველი ეროვნების მოქალაქეთა კრიტიკული მასის მომხრობის ამოცანა”.

იმის გამო, რომ ახალი ინიციატივა სერიოზულად შეარყევს კონფლიქტის ზონაში არსებულ სტატუს კვოს, მას შესაძლოა ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდეს ცხინვალიდან და მოსკოვიდან, ”რის შედეგადაც დაძაბულობა კონფლიქტის ზონაში შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს”.

ის ფაქტი, რომ სანაკოევის ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებიდან დაფინანსდება, კიდევ ერთი გამოწვევაა ამ ინიციატივისთვის.

”[თბილისიდან დაფინანსება] დაეხმარება ოპონენტებს იმის მტკიცებაში, რომ სანაკოევის ლეგიტიმაცია თბილისის პროექტია და არა კონფლიქტის ზონის მაცხოვრებელთა საგრძნობი ნაწილის ინიციატივა,” - ნათქვამია დოკუმენტში.

კავკასიური ინსტიტუტი აქვე არც იმას გამორიცხავს, რომ ”რაღაც ეტაპზე სანაკოევის ჯგუფმაც პოზიცია შეიცვალოს და თბილისის ოპონენტად იქცეს”.

საქართველოს დასავლელი პარტნიორების ენთუზიაზმის ნაკლებობა ამ ახალი ინიციატივის მიმართ აღიქმება, როგორც თბილისის ახალი სტრატეგიის რისკის კიდევ ერთი ფაქტორი. 

დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შეხებაში არიან კონფლიქტის საკითხთან, შესაძლოა ორი მოსაზრებით აღმოჩნდნენ კრიტიკულნი.

”ამ ინიციატივაში მხოლოდ თბილისის მხრიდან მარიონეტული ჯგუფის ხელოვნური შექმნა დაინახონ; და მოერიდონ რუსული მხარის ნეგატიურ რეაქციას, რაც უცილობლად მოჰყვება მათ თანამშრომლობას სანაკოევთან,”- ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტი ასევე აცხადებს, რომ ახალი ინიციატივის მიმართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებული ფართო კონსენსუსის მიუხედავად, ხელისუფლებამ თანმიმდევრულად უნდა იმუშაოს, რათა ”განეიტრალებული იქნეს შესაძლო ულტრანაციონალისტური თავდასხმები ჯერჯერობით მარგინალური ჯგუფების მხრიდან ქართული საზოგადოების შიგნით”. 

ეს ჯგუფები იმასაც კი ეწინააღმდეგებიან, რომ მოხდეს ტერმინის ”სამხრეთ ოსეთი” ლეგიტიმაცია.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ინიციატივის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზეც, თუ რა წვლილს შეიტანს ეს მექანიზმი უსაფრთხოების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.    

”საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისა და დროებითი
ადმინისტრაციის დამოკიდებულება ცხინვალის სეპარატისტული მთავრობის
კონტროლის ქვეშ მცხოვრები ოსი ეროვნების რიგითი მოქალაქეებისადმი
მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და ტოლერანტული უნდა იყოს... უფრო ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა ქონების რესტიტუციის პოლიტიკა,” - ნათქვამია დოკუმენტში.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15