Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თავდაცვის სამინისტრო მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 მაი.'07 / 12:09

თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია TV- 33 -ზე სავარაუდოდ, სექტემბრიდან საკუთარი გადაცემების მაუწყებლობას დაიწყებს.

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნანა ინწკირველის ინფორმაციით, გადაცემები მიეძღვნება სამხედრო-პატრიოტულ და გასართობ-შემეცნებით თემატიკას. 

”სამხედრო თემატიკაზე საკუთარი არხები გააჩნია ნატოს წევრ მთელ რიგ ქვეყნებს და აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია საქართველოსაც ჰქონდეს ასეთი არხი, სადაც სამხედრო თემატიკის პოპულარიზაცია მოხდება,” - განუცხადა დღეს ”სივილ ჯორჯიას” ნანა ინწკირველმა.

10 მაისის გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ახალი ტელეკომპანია ვაჟა-ფშაველას გამზირის N45-ში განთავსდება, იმ შენობაში, სადაც ”რუსთავი2”-ის ოფისი მდებარეობს.  ამავე ცნობით, არხის მფლობელი ვინმე კახაბერ ნინუაა.

ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ნანა ინწკირველი და ”რეზონანსთან” საუბარში აცხადებს,  სამინისტრომ TV-33 მხოლოდ იქირავა და მისთვის უცნობია ვინ არის მისი მფლობელი.

აღნიშნულ სიხშირეზე ტელეკომპანია ”202” მაუწყებლობდა, რომლის დამფუძნებლები შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე ქრთამის აღების ბრალდებით ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. არხმა მაუწყებლობა რამდენიმე თვის წინ შეწყვიტა და ამ სიხშირის მფლობელი 2007 წლის თებერვალში გერმანელი პრინცი ჰანს ვერნერ ფონ საჰენ ალტენბურგი გახდა. ამ დროისთვის სიხშირეს უკვე TV-33 ფლობს, იტყობინება ”რეზონანსი”.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28