Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეზე ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 მაი.'07 / 13:49

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო შეძლებს გადალახოს ყველა პრობლემა და განახორციელოს ყველა მნიშვნელოვანი ამოცანა, თუ ქვეყანა ”ერთ მუშტად შეიკვრება”. 

სააკაშვილმა 15 000 სამხედროს მიმართა, რომელთაც 26 მაისს რუსთაველზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა.     

”უწინარეს ყოვლისა, დღევანდელი დღე არის ჩვენი ერთიანობის დღე... მთავარი, რაზეც ოცნებობს მტერი არის ის, რომ გაგვყოს და გაგვთიშოს... თუ ერთიანობას შევინარჩუნებთ, ჩვენი დამარცხება შეუძლებელი იქნება... ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ეკონომიკა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპით ვიზრდებით - როდესაც ერთიანები ვართ ასე ვპასუხობთ ჩვენ გამოწვევებს,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”დღესაც ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს... ჩვენი ხალხის 99%-ს ეს მშვენივრად ესმის რამხელა დაბრკოლებები გვაქვს გადასალახავი, ჩვენს წინააღმდეგ მომართული უზარმაზარი ძალა გვაქვს ჩვენ კიდევ გასანეიტრალებელი, მაგრამ ჩვენ ერთ მუშტად  შეკრულები მოვახერხებთ ყველაფრის გადალახვას,” - განაცხადა მან.  

”უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთავარი ძალა არ არის მხოლოდ ამ ჯარში, იარაღში, ეკონომიკურ განვითარებაში და არა მხოლოდ ინვესტიციებში - წელს 2 მილიარდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელება იგეგმება - ჩვენი მთავარი ძალა არის ჩვენს მოტივაციაში და ჩვენს ერთობაში,”- დასძინა მან.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ საქართველო არის ”მრავალეთნიკური სახელმწიფო”, თუმცა მხოლოდ ერთი ქართველი ერი არსებობს.

”და ეს ერი შედგება ქართველებისგან, ქართველი აზერბაიჯანელებისგან,    ქართველი აფხაზებისგან, ქართველი ოსებისგან, ქართველი სომხებისგან და ა.შ.”, - განაცხადა მან.

”ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ შევინარჩუნოთ ის მრავალეროვანი და მრავალ აღმსარებლური საქართველო, რომელიც ჩვენ ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს... ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აფხაზეთიდან გამოყრილი 500 ათასი ჩვენი თანამემამულის მიმართ,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე მიმართა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას და ოსურად უთხრა მათ: ”ჩვენ თქვენ გვიყვარხართ”.

”მე მინდა მივესალმო ჩვენ მოსახლეობას ცხინვალში, ზნაურში, ჯავაში, ახალგორში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში  და მინდა ვუთხრა მათ, რომ ოსები არა მხოლოდ ყოველთვის იყვნენ საქართველოს ისტორიის ნაწილები, არამედ ოსები იყვნენ გმირული, მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ისტორიისა... იყვნენ, არიან და აუცილებლად იქნებიან მომავალში იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანა საქართველოსი,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს ბევრი ”მოკავშირე და პარტნიორი” ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით.

”და მე მინდა განსაკუთრებული სოლიდარობა გამოვუხატო უკრაინელ ხალხს და ასევე ესტონელ ხალხს, რომლებიც ბოლო დროს უზარმაზარი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ და რომელთაც გადალახეს ეს ზეწოლა,” - განაცხადა სააკაშვილმა. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37