Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
FAO: ღორის ცხელების ეპიდემია საქართველოსთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ივნ.'07 / 16:30

საქართველოში ღორის აფრიკული ცხელება (მონტგომერის დაავადება) დაფიქსირდა, რამაც შესაძლოა ასევე შეუქმნას საფრთხე მეზობელ სახელმწიფოებს, განაცხადა გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 8 ივნისს.

ღორის აფრიკული ცხელება, რომელიც ინფექციური დაავადებაა, ღორების სიკვდილიანობას იწვევს, რადგანაც ამ დაავადების სამკურნალო ვაქცინა არ არსებობს; თუმცა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ის საშიშროებას არ წარმოადგენს.

საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, დაავადების პირველი შემთხვევა აპრილის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით 10 რაიონში გამოვლინდა. შედეგად, 20 000 ღორი დაიხოცა.

”ღორის ცხელების ეპიდემია დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ვირუსის დაგვიანებულმა გამოვლენამ გამოიწვია რისკის ხანგრძლივი პერიოდი, რომლის დროსაც დაავადება ვერ გამოვლინდა და ვირუსი შესაძლოა მეზობელ ქვეყნებშიც მოხვედრილიყო. სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთის ფედერაცია სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ ამისათვის,” - განაცხადა  FAO-ს წარმომადგენელმა იან სლინგენბერგმა.

სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა უკვე აკრძალეს ხორცის პროდუქტების იმპორტი საქართველოდან.

FAO ვარაუდობს, რომ ვირუსი, საქართველოში, სავარაუდოდ, იმპორტირებული გაყინული ან გადამუშავებული ღორის ხორციდან შევიდა.

ევროკავშირი, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და FAO ექპერტთა ერთობლივ ჯგუფს გამოაგზავნიან საქართველოში სიტუაციის შეფასების მიზნით. ექსპერტები რეკომენდაციებს გაუწევენ საქართველოს ხელისუფლებას კონტროლის გადაუდებელი ზომების მიღების თაობაზე, აცხადებს FAO.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12