Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სუამის სამიტი ბაქოში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ივნ.'07 / 10:35
სივილ ჯორჯია

უკრაინის ლიდერი სამშვიდობო ძალების თაობაზე პროგრესს ელის

საქართველოს, უკრაინის და აზერბაიჯანის ლიდერები 18-19 ივნისს ბაქოში სუამის  ლიდერთა სამიტზე შეიკრიბებიან. ორგანიზაციის მეოთხე წევრს - მოლდოვას - სამიტზე, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს, რადგანაც პრეზიდენტი ვლადიმერ ვორონინი ბრიუსელში იმყოფება.
  
გასულ წელს არაფორმალური დაჯგუფებიდან სუამი ”დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციად” ჩამოყალიბდა. მისი შტაბბინა კიევშია განთავსებული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი 2007 წლის ივნისიდან ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
 
ბაქოს სამიტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტები, ვალდას ადამკუსი და ლეხ კაჩინსკი.    
 
სამიტზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და ნატოს წარმომადგენლები, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.
 
სამიტზე დაგეგმილია სუამის ბიუჯეტის და 2007-2008 წლებისთვის აზერბაჯიანის თავმჯდომარეობის პროგრამის დამტკიცება. 2006 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა უკრაინა იყო.   
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამიტზე 10 დოკუმენტს მოეწერება ხელი, მათ შორისაა სუამ-ის წევრი ქვეყნების სამთავრობოთაშორისი მემორანდუმი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.
 
სამიტამდე აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ შეხვედრის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამიტზე ძირითადად ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის და უსაფრთხოების საკითხებზე გამახვილდება ყურადღება.   
 
იუშჩენკოს განცხადებით, შეხვედრაზე მონაწილეები განაგრძობენ იმ საკითხის განხილვას, რომელზეც პოლონეთის, უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის და ლიტვის პრეზიდენტებმა მაისში კრაკოვის ენერგო სამაიტზე იმსჯელეს. საქმე ეხება კასპიის რეგიონიდან ევროპაში კავკასიისა და უკრაინის გავლით ენერგომატარებლების ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.
 
”ამ ოთხი ქვეყნის ბაზრების ინტეგრაცია თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მეშვეობით კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს,” - განაცხადა იუშჩენკომ.
 
მისი თქმით, ამჟამად ექსპერტები იმ ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების ჰარმონიზებაზე მუშაობენ, რომლებიც უკვე ხელმოწერილია წევრ სახელმწიფოებს შორის.
 
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ”განხილვისთვის ასევე საინტერესო საკითხს წარმოადგენს” სუამის წევრი სახელმწიფოების მიერ ერთობლივი სამშვიდობო კონტინგენტის შექმნა. 
 
”ამ საკითხის განხილვა გარკვეულ იმპულსს იძენს და ვფიქრობ, რომ ბაქოს სამიტი დაგვეხმარება ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესს მივაღწიოთ,” განაცხადა იუშჩენკომ Trend-თან ინტერვიუში.
 
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ”არავინ აპირებს” გამოიყენოს ეს შერეული სამშვიდობო კონტინგენტი ”შესაბამისი ქვეყნების პარლამენტების გადაწყვეტილების, ან გაეროს უშიშროების საბჭოს და ეუთოს მანდატის გარეშე”.
 
უკრაინის პრეზიდენტმა ნათლად მიანიშნა, რომ უფრო ეფექტური სამშვიდობო მექანიზმებია საჭირო პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტებში.
 
”ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად ნდობის ახალი რეჟიმი, ახალი მექანიზმებია საჭირო და ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის ზომები, რომლებიც ადრე არ ყოფილა გამოყენებული”, - განაცხადა იუშჩენკომ.
 
ამ განცხადებით უკრაინის პრეზიდენტმა ფრთხილი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ, რომელიც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებში რუსული სამშვიდობო ოპერაციის ჩანაცვლებას ცდილობს, როგორც ქართული მხარე აცხადებს, ”მიუკერძოებელი” საერთაშორისო ძალებით.  
 
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა ინტერვიუში, რომ ბაქოს სამიტზე მონაწილეები განიხილავენ სუამის წევრი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის საკითხს.
 
სუამი, თავდაპირველად, საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ ჩამოაყალიბეს 1997 წელს აშშ-ს მხარდაჭერით. ორგანიზაცია მიიჩნეოდა  დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ალტერნატივად. 1999 წელს კოალიციას ოფიციალურად უზბეკეთიც შეუერთდა, რის შედეგადაც მას სუუამი ეწოდა. თუმცა, სამი წლის შემდეგ უზბეკეთმა ორგანიზაცია დატოვა. 
 
წლების მანძილზე კოალიცია ვერ ახერხებდა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვად მექანიზმად ჩამოყალიბებას. თუმცა, გასულ წელს კიევში ჩატარებულმა სამიტმა სუამს ახალი იმპულსი შესძინა, სადაც კოალიცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგაანიზაციად ჩამოყალიბდა.
 
ახალი რეგიონალური ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტებად დემოკრატიის ხელშეწყობა, მშვიდობა და უსაფრთხოება და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია დასახელდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22