Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დეპუტატებმა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციაზე კანონპროექტი მიიღეს
/ 22 ივნ.'07 / 19:51
სივილ ჯორჯია

საქართველომ მაჰმადიანი მესხების რაბილიტაციისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა, მას შემდეგ რაც 22 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 134 ხმით 14-ის წინააღმდეგ, მათი რეპატრიაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

კანონპროექტი ითვალისწინებს მომავალი წლიდან იმ მაჰმადიანი მესხების ან მათი შთამომავლების რეპატრიაციისთვის საჭირო პროცედურების დაწყებას, რომლებიც იოსებ სტალინმა 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან გადაასახლა.

თუმცა, 22 ივნისს გამართულ მოსმენაზე დეპუტატმა ელენე თევდორაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი ისეთ მკაცრ შეზღუდვებს შეიცავს, რომ ის შეიძლება შეფასდეს როგორც ”კანონი არა-რეპატრიაციის შესახებ”.

კანონპროექტის თანახმად, მათ, ვისაც დაბრუნება სურთ, უნდა მიმართონ განაცხადით საქართველოს უახლოეს საკონსულოს ან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ნებისმიერ დროს, 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე.

დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გიგა ბოკერია, რომელიც ამ კანონპროექტის თანაავტორია, აცხადებს, რომ ეს ერთწლიანი პერიოდი საშუალებას მისცემს ხელისუფლებას განსაზღვროს, თუ ზუსტად რამდენ ადამიანს სურს დაბრუნება.

”ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ შევძლებთ დავგეგმოთ - რაციონალურად და ჩვენი ეროვნული ინტერესების საფუძველზე - მთლიანი პროცესის ტემპი,” - განაცხადა ბოკერიამ.

კანონპროექტის თანახმად, იმ პირებმა, რომელთაც სურთ დაბრუნდნენ და საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ, უნდა წარმოადგინონ საბჭოთა დროინდელი საბუთები იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი, ან მათი წინაპრები ნამდვილად გაასახლეს საქართველოდან 1944 წელს.

კანონპროექტი არ ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოს.

დაბრუნების პროცესს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გააკონტროლებს. თუმცა, პროცესში ასევე იქნებიან ჩართული შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები. მათ ექნებათ უფლებამოსილება გაურკვეველი კრიტერიუმების მქონე რეპატრიანტთა დაბრუნებას ვეტო დაადონ.

მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, რომელთაც ზოგიერთი დეპუტატი ”ძალიან მკაცრად” მიიჩნევს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კონსერვატორული პარტიიდან გააკრიტიკეს კანონპროექტი და ზოგადად, მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლების იდეა.

”მათი რეპატრიაციით, ჩვენ ბომბს ვდებთ, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთობას და ტერიტორიულ მთლიანობას,” - განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან 22 ივნისს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე.

ოპონენტების განცხადებით, იმის გამო, რომ მაჰმადიანი მესხების უმეტესობა თავიანთ თავს ეთნიკურ თურქებად მიიჩნევს, ისინი ვერ იქნებიან ”ლოიალურები საქართველოს სახელმწიფოს” მიმართ, ამრიგად, ისინი საფრთხეს შეუქმნიან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

40-იან წლებში გადასახლებულებს ხშირად ”თურქ მესხებებად” მოიხსენიებენ - ეს ტერმინი მიუღებელია იმ მესხებისთვის, რომლებიც თავიანთ თავს იმ ქრისტიანი ქართველების შთამომავლებად მიიჩნევენ, რომელთან იძულებით მიაღებინეს ისლამი.

ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ კიდევ ერთი საფრთხე არსებობს, რომელიც უკავშირდება  რუსული სპეცსამსახურის შესაძლო ზეგავლენას მესხების გარკვეულ ჯგუფებზე.

”თურქეთი და რუსეთი ლობირებენ ამ საკითხს და საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ, დაემორჩილა ამ ზეწოლას,” - განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ.

2006 წლის მარტში თბილისში სტუმრობისას თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯეთ სეზერმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პროცესს დაეხმაროს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ თბილისი ”არც კი ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ მას სურს ამ საკითხის მოგვარება”.

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 22 ივნისს განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის მიღებით საქართველოს ხელისუფლება ”წერტილს დაუსვამს ამ საკითხს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდის იარაღად გამოიყენებოდა”. 

ოპონენტების განცხადებით, კანონპროექტი ასევე არ უზრუნველყოფს რაიმე მექანიზმს, რომელიც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას დაბრუნებული მესხების საცხოვრებელი ადგილის საკითხი დაარეგულიროს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კონსერვატორული პარტიიდან და ახალი მემარჯვენეებიდან განაცხადეს, რომ რეპატრიანტებს არ უნდა მიეცეთ საშუალება კომპაქტურად დასახლდნენ ქვეყნის რომელიმე რეგიონში.

1944 წელს მაჰმადიანი მესხები სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან გაასახლეს. ამჟამად რეგიონი ძირითადად ეთნიკური სომეხი მოსახლეობითაა დასახლებული.

დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი შესაძლოა პოტენციურ საფრთხეს შეიცავდეს, ხელისუფლებას შესწევს უნარი გაუმკლავდეს მათ.

”თითოეული ნაბიჯი ან გადაწყვეტილება შესაძლოა შეიცავდეს გარკვეული დონის საფრთხეს. თუმცა, დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს აქვს ამბიცია გაუმკლავდეს ყველა მათგანს,” - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ.

მრავალი ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით, რესპუბლიკურმა პარტიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

”ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ამბობს, რომ დეპორტირებულებს აქვთ უფლება უკან დაბრუნდნენ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, თუმცა ზოგ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ეს პროცედურები ძალიან მკაცრია,” - განაცხადა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა  რესპუბლიკური პარტიიდან.

თუმცა, რესპუბლიკელებმა ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ვერ შეძლეს საზოგადოების სათანადო ინფორმირება ამ თემაზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46