Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოჭის გამარჯვება საქართველოში არაერთგვაროვნად შეფასდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ივლ.'07 / 11:36

2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ქალაქ სოჭის შერჩევამ განსხვავებული რეაქციები გამოიწვია საქართველოში. ოფიციოზი ამას დადებითად აფასებს რეგიონში კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით; თუმცა, სხვები შიშობენ, რომ ეს კიდევ მეტად გაყინავს აფხაზეთის კონფლიქტს.

სოჭი საქართველოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, აფხაზეთის საზღვრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს.

სოჭის კანდიდატურის გამარჯვებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მის მიმართ გულითადი მხარდაჭერა.

4 ივლისს ”როიტერთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშები ხელს შეუწყობს სტაბილურობას, მშვიდობას და გაგებას კავკასიის ხალხებს შორის - ამ აზრს ზოგიერთი ექსპერტიც იზიარებს.

”რუსეთის პოლიტიკა არ არის ყოველთვის წინასწარმეტყველებადი, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ეს არ არის რუსული ღონისძიება და საერთაშორისო თანამეგობრობა ნამდვილად იქნება მოწადინებული, რომ ნაკლებ კონფლიქტოგენური იყოს ის ადგილები, რომელთა ახლოსაც უნდა ჩატარდეს ოლიმპიადა,”- განაცხადა ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით დარჩიაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 5 ივლისს. 

თუმცა, სხვები მეტ სიფრთხილეს იჩენენ. პოლიტიკურმა ექსპერტმა, რესპუბლიკელმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი კიდევ უფრო მაგრად ჩაავლებს ხელს აფხაზეთს. ”ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი სულ ცოტა მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში გაყინული დარჩება,” - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

თუმცა ასევე კეთდება განცხადებები, რომ თუკი კონფლიქტის მოუგვარებლობის აშკარა ნიშნები გაჩნდება, ეს უბიძგებს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდეს, რამაც შესაძლოა გაამწვავოს დაძაბულობა რეგიონში.

”შესაბამისად, მეტი იქნება დაინტერესება და რუსეთისაგანაც მეტი იქნება ვალდებულება, რომ საერთაშორისო, სამართლებრივი, ცივილიზებული მეთოდებით იქნას ამ კონფლიქტის გადაწყვეტა უზრუნველყოფილი,” - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8