ერთიანი საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობას იწყებს პრეზიდენტის 5 ივლისის ბრძანებულებით შექმნილი სახელმწიფო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა პეტრე მამრაძემ გააკეთა.
მისი თქმით, კომისიის ”კარი ღიაა ყველასთვის”.