Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინმა CFE-ის მოქმედება შეაჩერა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ივლ.'07 / 14:48

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 14 ივლისს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც რუსეთმა შეაჩერა  ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE) 1990 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე შეთანხმებების მოქმედება.

რუსეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბრანებულებაში ამ გადაწყვეტილების მოტივად დასახელებულია ”დაუყოვნებლივი ზომების მიღების საჭიროება”, რაც რუსეთის ფედერაციის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

ბრძანებულების განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმოქმედებს მანამ, სანამ CFE-ის ხელმომწერი სახელმწიფოები არ მოახდენენ მის რატიფიცირებას.

ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ აპრილში გააკეთა განცხადება CFE-ზე მარატორიუმის გამოცხადების განზრახვის შესახებ.

12-15 ივნისს ნატო-რუსეთის ფორმატში ვენაში ამ საკითხზე გაიმართა კონფერენცია, რომელმაც მოსკოვის განცხადებით, ”აჩვენა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები კვლავაც აგრძელებენ ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიკაციის დაწყების დაკავშირებას რუსეთის მიერ სტამბოლის შეთანხმებების შესრულებასთან”.

ე.წ სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში რუსეთმა აიღო ვალდებულება საქართველოდან და მოლდოვადან საკუთარი ბაზების გაყვანის თაობაზე. ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ხელშეკრულების რატიფიცირების გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ რუსეთს სრულად არ შეუსრულებია ეს ვალდებულებები, რომელიც 1999 წლის ნოემბერს სტამბოლში ხელმოწერილი ადაპტირებული CFE -ს შემადგენელი ნაწილია. თუმცა რუსეთის უარყოფს ამას და აცხადებს, რომ ბაზების გაყვანა საქართველოსთან და მოლდოვასთან მიღწეული ორმხრივი შეთანხმებების საგანია.

რუსეთმა საქართველოდან ვაზიანის სამხედრო ბაზა 2001 წლის ივლისში დაცალა და ასევე განაცხადა, რომ გუდაუთის ბაზაც გაიყვანა. თუმცა თბილისი დღემდე მოითხოვს საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარებას, რომელიც დაადასტურებს აფხაზეთში რუსული ბაზის დახურვის ფაქტს.

რუსული სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის გაყვანის მეორე ეტაპი ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებიდან 2006 წლის მარტის შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. ახალქალაქის ბაზა 2007 წლის ივნისში დაიხურა, ხოლო ბათუმის ბაზის გაყვანა 2008 წლის განმავლობაში  დასრულდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20