Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 ივლ.'07 / 17:49

დღეს ბაქოში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება, სადაც ქართულ მხარეს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი და  შპს ” საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელი  ირაკლი ეზუგბაია წარმოადგენენ.
 
ორდღიან შეხვედრაზე შეჯერდება სატენდერო პირობები საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის 192 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენის მიზნით.

საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის 221 კმ–იანი მონაკვეთი საჭიროებს მშენებლობა–რეაბილიტაციას, აქედან 29 კმ–ზე ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე ახალი რკინიგზა უნდა დაიგოს, ხოლო 192 კმ–იან მონაკვეთი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. 

სარკინიგზო შეთანხმებას ქართულმა, თურქულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა თბილისში 7 თებერვალს მოაწერეს ხელი. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ასევე გაფორმდა სასესხო შეთანხმება რეგიონული რკინიგზის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით საქართველოსთვის 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობით 25 წლიანი სესხის გამოყოფის თაობაზე. სესხის დაფარვას საქართველო რკინიგზის ამოქმედებიდან მიღებული შემოსავლებით გეგმავს.

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიზანია ევროპისა და აზიის სარკინიგზო დერეფნების შეერთების უზრუნველყოფა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23