Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დავით ბაქრაძემ სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მერაბ ანთაძე შეცვალა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ივლ.'07 / 16:30
სივილ ჯორჯია

დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ნაციონალური მოძრაობიდან მერაბ ანთაძეს  შეცვალა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე, იტყობინება მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი 19 ივლისს.

მერაბ ანთაძე კი გადაყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც სახელმწიფო მინისტრობამდე მუშაობდა ძირითადად, რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით.

კოტე გაბაშვილმა, რომელიც პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ეს ცვლილება მთავრობაში გამოიწვია ”ახალი განზომილების” წარმოშობამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში - იგი სავარაუდოდ დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციას გულისხმობდა. 

”ამ ახალ განზომილებას ახალი მიდგომები სჭირდება... და ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ბატონი ბაქრაძის შერჩევა ამ თანამდებობაზე,” -  განაცხადა გაბაშვილმა.

მან ასევე შეაქო მერაბ ანთაძე და მას ”ძალიან გამოცდილი დიპლომატი” უწოდა , რომელიც განაგრძობს თავის დიპლომატიურ სამსახურს.

თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავამ სკეპტიკურად შეაფასა ეს საკადრო ცვლილება.  

”ანთაძის შეცვლა ბაქრაძით არაფერს არ ნიშნავს, თუ რეალური ცვლილებები არ მოხდა... მთავარია, რომ აღდგეს პირდაპირი დიალოგი დე ფაქტო მთავრობებთან,”- განუცხადა კუკავამ ტელეკომპანია ”იმედს”.  

საკადრო ცვლილება განხორციელდა მას შემდეგ, რაც 18 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ ”კონფლიქტების დარეგულირების პრობლემები ბევრად უფრო ინტენსიური და ქმედითი უნდა იყოს” და აქვე დასძინა, რომ ამ საკითხებს ”უნდა მივუდგეთ სიფრთხილით, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან თამამად”.

პრეზიდენტი ასევე შეეხო სახელმწიფო კომისიის შექმნის გეგმებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრაზე დიმიტრი სანაკოევის დროებით ადმინისტრაციასთან წარმართავს მოლაპარაკებებს. სააკაშვილმა ასევე შეახსენა მინისტრთა კაბინეტს, რომ ”გარკვეული დროის ჩარჩო არსებობს და ყველამ უნდა ვიმუშაოთ დღე და ღამე”.

35 წლის დავით ბაქრაძე პარლამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. იგი ასევე არის ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე. მან დიდი წვლილი შეიტანა დიმიტრი სანაკოევის ბრიუსელში ვიზიტის ორგანიზებაში. ეს ვიზიტი თბილისის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სანაკოევის საერთაშორისო დონეზე წარდგენის თვალსაზრისით.     

განათლებით ფიზიკოსმა დავით ბაქრაძემ 1997 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა და ერთი წლის შემდეგ განიარაღებისა და იარაღის კონტროლის განყოფილების უფროსი გახდა. 2002 წელს მან ეროვნული უშიშროების საბჭოში დაიწყო მუშაობა და 2003 წელს საბჭოს საგარეო პოლიტიკისა და კონფლიქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. ერთი წლის შემდეგ მან პარლამენტის დეპუტატის მანდატი მიიღო.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18