Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლიტიკოსები აფხაზეთის შესახებ გაეროს მოხსენებაზე კომენტარს აკეთებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ივლ.'07 / 18:20

ქართველმა პოლიტიკოსებმა აფხაზეთის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენებაზე განსხვავებული განცხადებები გააკეთეს.

ძირითადი უკმაყოფილება მოხსენების იმ ნაწილმა გამოიწვია, რომელიც ქართულ მხარეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონის სოფელ განმუხურიდან ”პატრიოტთა ბანაკის” გამოყვანისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ”ახალი მემარჯვენეებიდან” ფიქრია ჩიხრაძემ 24 ივლისს განაცხადა, რომ ახალგაზრდული ბანაკის გახსნა სოფელ განმუხურში - სოხუმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში - ხელისუფლების PR კამპანიის ნაწილი იყო.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო გათვლილი, ”სამწუხაროდ, ჩვენი საერთაშორისო კრიტიკის წყარო გახდა”.

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ”ჩვენი საერთაშორისო პოზიციის გაძლიერების ნაცვლად, ჩვენ გვაკრიტიკებენ”. ის ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც საჯაროდ დაგმო გეგმები კონფლიქტის ზონაში ახალგაზრდული ბანაკის გახსნის თაობაზე, ჯერ კიდევ 26 მაისს მის გახსნამდე.

თუმცა, დეპუტატმა ”მრეწველთა პარტიიდან” გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ არ არის საჭირო ”გაეროს ნებართვა” იმისათვის, თუ სად აშენდეს ბანაკები. ”საქართველოს სუვერენული უფლებაა თავის ტერიტორიაზე სადაც უნდა იქ ააშენოს ბანაკები და სხვა ნაგებობები”, - განაცხადა მან.

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა კოტე გაბაშვილმა განაცხადა, რომ დოკუმეტი არ იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას.

”სიმართლე რომ გითხრათ, გაეროს დოკუმენტებზე ძალიან დიდი რეაქციები არ უნდა გვქონდეს. ბევრი რეზოლუციაა მიღებული [გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ], ბევრი რამ მოგვისმენია, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ,” - განუცხადა გაბაშვილმა ტელეკომპანია ”იმედს”.

მისი თქმით, ეს იყო გაეროს ”ტაქტიკური თამაში”, რომ განმუხურის საკითხი მოხსენებაში შეეტანა. ”ამ საკითხის შეტანით, გაერომ მხოლოდ დააწყნარა რუსეთი,”- დასძინა მან.

ამასობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე იაკოვენკომ განაცხადა, რომ დოკუმენტში დაფიქსირებულია ქართული მხარის მიერ ძალთა დაშორიშორების შესახებ შეთანხმების მრავალჯერადი დარღვევა.      

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17