Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმი მიესალმა გაეროს მოხსენებას აფხაზეთის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ივლ.'07 / 10:38

სოხუმი ”ძალიან კმაყოფილია” აფხაზეთის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებით, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 24 ივლისს.

მან აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება ასახავს ყველა იმ პუნქტს, რომლებიც სოხუმმა ბონში ივნისში გამართული ”მეგობარი ქვეყნების” შეხვედრაზე დააყენა.

უშიშროების საბჭოსადმი მოხსენებაში, რომელიც 23 ივლისს გამოქვეყნდა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გი მუნმა მოუწოდა თბილისსა და სოხუმს ”გააორმაგონ მცდელობები, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა საომარი მოქმედებების განახლება გამოიწვიოს”.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა ქართულ მხარეს გაიყვანოს ”პატრიოტთა ბანაკი” კონფლიქტის ზონიდან.

”მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება პირდაპირ მოუწოდებს ქართულ მხარეს გადაიტანოს ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთთან არსებული საზღვრიდან სხვა ადგილას,” - იტყობინება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

”მიუხედავად იმისა, რომ ბონის შეხვედრიდან ერთი თვე გავიდა, რეალური ნაბიჯები მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად არ გადადგმულა. საქართველო განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების წინადადებების იგნორირებას,” - დასძინა შამბამ.

თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა არაფერი თქვა მოხსენების იმ ნაწილის თაობაზე, რომელიც ზემო კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის სადამკვირვებლო პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს, 11 მარტის თავდასხმის ანალოგიური ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით.

”ამგვარი ღონისძიებები უეჭველად გაზრდის მისიის სამოქმედო შესაძლებლობებს, მათ შორის მისიის მონიტორინგის და დაკვირვების შესაძლებლობებს მათი მოქმედების არეალში,” - განაცხადა ბან გი-მუნმა მოხსენებაში.

თბილისი მიესალმა ამ წინადადებას, თუმცა სოხუმი კვლავ წინააღმდეგი რჩება. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება აცხადებს, რომ სოხუმი მხოლოდ მაშინ განიხილავს ამ წინადადებას, თუ თბილისი ზემო კოდორის ხეობას დატოვებს. 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13