Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია ხელისუფლებას დაბომბვის ინციდენტთან დაკავშირებით აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აგვ.'07 / 20:33

ოპოზიციური პარტიების უმეტესობა 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად რაკეტის ჩამოგდების ინციდენტის გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თბილისს სრული უფლება ჰქონდა ჩამოეგდო  საფრენი აპარატი.

”საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ჩამოაგდოს ეს საფრენი აპარატი და უნდა ვნახოთ, თუ ვის ეკუთვნის ის ”,- განაცხადა ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა 7 აგვისტოს.  

თბილისი აცხადებს, რომ  საქართველოს ტერიტორია რუსულმა Su-24 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა დაბომბა, თუმცა მოსკოვი უარყოფს ამას.

”ჩნდება კითხვა რისთვის სჭირდება საქართველოს მილიარდიანი თავდაცვის სისტემა? თუ კი ვისაც უნდა, როგორც უნდა და როდესაც უნდა შემოფრინდება, დაბომბავს საქართველოს და გაფრინდება უკან”, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ.

სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გასაკვირია როდესაც ინციდენტის ადგილას მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩადის და კომენტარს აკეთებს, მაშინ როდესაც ამის პრეროგატივა თავდაცვის მინისტრს და სასაზღვრო პოლიციას გააჩნია.

”სად არის თავდაცვის მინისტრი ასეთ სიტუაციაში?. მერაბიშვილი არაფერ შუაში არ არის. სად არის ჩვენი საზღვრის დაცვის უფროსი?... თუკი ჩვენმა რადარებმა დააფიქსირეს თვითმფრინავების შემოსვლა, აფრინდნენ კი ჩვენი თვითმფრინავები იმისთვის რომ კონტრიერიში მიეტანათ?... თუ ჩვენ ტყუილად ვხარჯავთ ფულს თავდაცვაში”, - განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.

რესპუბლიკელთა ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი საგანგებოდ დაინტერესდება, თუ ”რატომ არ დგას თავის ადგილზე და რატომ არ ასრულებს თავის ფუნქციებს ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტრო და მეორეს მხრივ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მსგავსად, ევალება დაიცვას ამ ქვეყნის საზღვრები, ხოლო აგრესიის შემთხვევაში პასუხი გასცეს აგრესიას”.

 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18