Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 აგვ.'07 / 14:14

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს საქართველოს მოსახლეობას ერთიანობისკენ, ერთმანეთის დახმარებისა და ერთად დგომისკენ მოუწოდა. ”საქართველო აღმშენებლობით უნდა გავაერთიანოთ, ნგრევით ჩვენ დაგვაცალკავეს,” - განაცხადა პრეზიდენტმა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ყოვლადმწინდა ღვთისმშობლის მიძინების დღის აღსანიშნავად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვა-ლოცვა აღავლინა.

”ყველა გადამწყვეტ მომენტში ღვთისმშობლის კალთა გადაეფარა საქართველოს. ეს იყო მაშინ, როდესაც თბილისში ხდებოდა დიდი მოვლენები 2003 წელს. მაშინ არც ერთი ტყვია არ გავარდნილა და ყველაფერი უსისხლოდ მოხდა. ეს პრაქტიკულად სასწაული იყო. ეს იყო მაშინ, როდესაც იგივე განმეორდა აჭარაში, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე. ეს იყო მაშინ,  როდესაც ამერიკის პრეზიდენტი იყო აქ ჩამოსული, ხელყუმბარა გაისროლეს, რომელიც არ აფეთქდა. ასი შემთხვევიდან ერთია ასეთი, როდესაც შეიძლება ხელყუმბარა არ აფეთქდეს. მაშინ მოხდა სასწაული და ხელყუმბარა არ აფეთქდა, რასაც შეეძლო დიდძალი მსხვერპლი გამოეწვია... და ეს იქნებოდა საქართველოსთვის დიდი დარტყმა,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”ახლა, ამ ცოტა ხნის წინ აფეთქებდნენ ჩვენ თავდაცვის სისტემას და ყველაზე დახვეწილი თანამედროვე რაკეტა იქნა გამოყენებული და ბოლო წამში ეს რაკეტა რაღაცნაირად არ აფეთქდა. და კიდევ რაღაც-რაღაცეები მოხდა, რომელიც ადასტურებს სასწაულმოქმედ ძალას, რომელიც იცავს საქართველოს,” - დასძინა მან.

სიონის ტაძარში საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკლესიის როლზე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის მხრიდან ”ეროვნული ინტერესების დაცვაზე”. პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს  წელს პატრიარქის აღსაყდრების 30 წლის იუბილე.

”ჩვენ ვუახლოვდებით დიდ თარიღს მისი უწმინდესობის მოღვაწეობის ამ უმნიშვნელოვანეს, ჩვენ სულიერ მამად მოვლენის 30 წლისთავს და მე მიმაჩნია, რომ კიდევაც დავიგვიანეთ. ჩვენ ბევრად უფრო მასშტაბურად უნდა  ავღნიშნოთ....განსაკუთრებით ბოლო თვეებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოყვარეც და განსაკუთრებით მტერიც განცვიფრდა იმ საოცარ ზუსტი პოზიციით, საოცრად მკვეთრი და  მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეროვნული ინტერესების დამცველი განცხადებებით და პირადი საუბრებით და ასევე რეაქციებით, რომელიც ქონდა საქართველოს ეკლესიას და მის წინამძღოლს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

”მე მინდა მის უწმინდესობას ვუსურვო დიდი მხნეობა. დიდი აღმშენებლობის ეტაპზეა საქართველო და დიდი გაძლიერების ეტაპზეა ჩვენი ეკლესია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ  ჩვენი ძეგლები ყველგან აღდგეს”, - დასძინა პრეზიდენტმა. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14