Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობის ახალი შემადგენლობა დასახელდა
/ 30 აგვ.'07 / 17:44
სივილ ჯორჯია

მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად სამმა მინისტრმა დაკარგა თანამდებობა, თუმცა ყველა წამყვანი სამინისტროს ხელმძღვანელმა შეინარჩუნა პოსტები. ეს ბოლო ცხრა თვის მანძილზე მეორე ცვლილებებია, როდესაც პარლამენტს მთლიანი კაბინეტისთვის უხდება ნდობის გამოცხადება.

პრეზიდენტის გადაწყვტილებით, ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი რომან გოცირიძეს შეცვლის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 30 აგვისტოს.

მისი თქმით, ალექსიშვილი მუშაობას ახალ თანამდებობაზე სექტემბრის ბოლოდან შეუდგება, როდესაც ახლანდელ პრეზიდენტს რომან გოცირიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე გაუვა უფლებამოსილების ვადა. გოცირიძის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ვარაუდები მაისიდან ვრცელდებოდა.   

ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც ერთ-ერთია, ვინც ხანგრძლივად შეინარჩუნა ეს თანამდებობა, ფინანსთა მინისტრი გახდება. ხოლო გილაურის პოსტს, ნოღაიდელის განცხადებით, მისი ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხეთაგური დაიკავებს, რომელიც ამჟამად გაზისა და ნავთობის კორპორაციის ხელმძღვანელია.

იუსტიციის მინისტრს გია ქავთარაძეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ეკა ტყეშელაშვილი შეცვლის. ”ქავთარაძემ გადაწყვიტა დაუბრუნდეს კერძო იურიდიულ პრაქტიკას,” - განაცხადა ნოღაიდელმა.

29 აგვისტოს გახმოვანებული ცვლილებების თანახმად ჯანდაცვის მინისტრს ლადო ჭიპაშვილს გარემოს დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი შეცვლის. ხოლო ამ უკანასკნელის თანამდებობას მისი მოადგილე დავით ჩანტლაძე დაიკავებს. ლადო ჭიპაშვილი საქართველოს ელჩად დაინიშნება ჩეხეთის რესპუბლიკაში.

ნოღაიდელის თქმით, პარლამენტს 1 სექტემბერს წარედგინება ახალი მთავრობა თავისი პროგრამით.

”ცვლილებების განხორციელება საჭირო გახდა იმისათვის, რომ მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტური გახდეს,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დანიშვნა არ მოასწავებს რაიმე ცვლილებას ბანკის პოლიტიკაში. ”ჩვენ შევძლებთ კოორდინირებულ მუშაობას ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის სტაბილური, გაწონასწორებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების მიზნით,” - განაცხადა ნოღაიდელმა.     

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა ნიკა გილაურმა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე და გამოიჩინა თავი, როგორც ”კარგმა მენეჯერმა და ჯიუტმა ადამიანმა, რაც ასე საჭიროა ახალ [ფინანსთა მინისტრის] პოსტზე”.

პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა მთავრობის საქმიანობას და განაცხადა, რომ წლის ბოლომდე მშპ 10 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. ”თავიდან ვგეგმავდით, რომ ინფლაცია იქნებოდა 10%; თუმცა, ახალი პროგნოზის მიხედვით, ის 8%-ზე ნაკლები იქნება. დაახლოებით, 2.5 მილიარდი დოლარია მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, რაც მშპ-ს 25%-ს შეადგენს,” - განაცხადა ნოღაიდელმა.   

”ამიტომ, ეკონომიკური პროცესებით ბუნებრივია კმაყოფილი ვარ. ხოლო ამ ცვლილებების მიზანი არის მთავრობის კიდევ უფრო მეტი ეფექტურობა,” - განაცხადა ნოღაიდელმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად მთავრობაში განხორციელებული ცვლილებებისა, საქართველოს მთავრობა არის ”სტაბილური, ერთიანი გუნდი”.

”საქართველოს მთავრობის განსხვავება ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობისგან არის ის, რომ ჩვენი მთავრობა არის ერთიანი გუნდი. ეს არის სტაბილური ჯგუფი, რომელიც ლაპარაკობს ერთი ხმით და არის რეზულტატზე ორიენტირებული,” - განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 30 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში სტუმრობისას.

მისი თქმით, ”ახალი სისხლი” ყოველთვის საჭიროა და წარმატებული ადამიანები ყოველთვის დაწინაურდებიან. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16