Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთო 6 აგვისტოს ინციდენტს არ გამოიძიებს
/ 7 სექ.'07 / 14:06
სივილ ჯორჯია

ეუთოს დებატებმა, 6 აგვისტოს საქართველოში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, ცხადყო აშშ-ის ღია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ევროკავშირის ნეიტრალური პოზიცია და მოსკოვის მცდელობა, არ მოხდეს ამ საკითხის ინტერნაციონალიზაცია.

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომამ 6 სექტემბერს მოისმინა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის მიომირ ჟუჟულის მოხსენება. ჟუჟული ამ თანამდებობაზე სპეციალურად დაინიშნა, რათა შეესწავლა ქართული მხარის ბრალდების დეტალები, რომლის მიხედვითაც 6 აგვისტოს რუსულმა თვითმფრინავმა მართვადი ანტი-სარადარო რაკეტა ჩამოადგო საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად.

საბჭოს სხდომის შემდეგ ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ჟუჟულმა განაცხადა, რომ ”ძალიან რთულია მკაფიო წარმოდგენა შეგექმნას იმაზე”, თუ კონკრეტულად რა მოხდა. თბილისს კი ეუთოს ტრიბუნიდან სწორედ იმის მოსმენა სურდა, თუ რა მოხდა 6 აგვისტოს.

ეუთოში განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეუთო ”პრინციპულ პოზიციას” დაიკავებდა 6 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით.

ჟუჟულმა ასევე მიანიშნა, რომ ექპსერტთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ მომზადებული ანგარიშები ხშირ შემთხვევაში ურთიერთსაპირისპირო დაკვნებს შეიცავდა.

შვიდი ქვეყნის (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) 13 ექსპერტისგან შემდგარმა ორმა  ჯგუფმა მხარი დაუჭირა ქართული მხარის ვერსიას, რომლის მიხედვითაც 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცე სულ ცოტა ერთმა რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია, მართვადი ანტი-სარადარო რაკეტა ჩამოაგდო და უკანვე რუსეთის ფედერაციაში გაბრუნდა. თუმცა, რუსული საგამოძიებო ჯგუფი უარყოფს საჰაერო სივრცის დარღვევას. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ინციდენტი მოსკოვის დისკრედიტაციის მიზნით დადგა.

აშშ-ს ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ”არ არსებობს რეალური მტკიცებულება იმისა, ქართულმა მხარემ თავად დადგა ინციდენტი”. მან კოლეგებს იმ ექსპერტებისაგან შესთავაზა ინფორმაციის მოსმენა, რომლების უშუალოდ მონაწილეობდნენ გამოძიების პროცესში.

”ვიწვევთ ეუთოს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომელთაც კვლავ დარჩათ კითხვები საქმესთან დაკავშირებით, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ გააგზავნონ თავიანთი ექსპერტები საქართველოში მტკიცებულებების გადასამოწმებლად, რაც იქნება ეუთოს მიერ ორგანიზებული მესამე მხარის გამოძიება,” - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეუთოს ეგიდით დამატებითი გამოძიება ჩატარდეს.

მიომირ ჟუჟულმა ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნაცვლად დამატებითი შემსწავლელი მისიის ორგანიზებისა, ეუთომ ამჟამად ყურადღება პრევენციულ ზომებზე უნდა გაამახვილოს.  

რუსეთის ელჩმა ეუთოში ალექსეი ბოროდავკინმა ასევე გამორიცხა რაიმე დამატებითი გამოძიება ეუთოს ეგიდით.

”ეუთოს შემდგომი ჩართვა 6 აგვისტოს ინციდენტის გამოძიებაში გამოიწვევს საკითხის არასაჭირო ინტერნაციონალიზაციას,” - განაცხადა ბოროდავკინმა.

პორტუგალიის წარმომადგენლობამ ეუთოში ფრთხილი განცხადება გააკეთა ევროკავშირის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება პირდაპირ არ უჭერს მხარს თბილისის განცხადებებს, მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირს სურს ”დადებითი შეფასება მისცეს ექსპერტთა მუშაობას.”

”ევროკავშირს ასევე სურს მადლობა გადაუხადოს ეუთოს მისიას საქართველოში პირველადი გამოძიების ჩატარების გამო,” - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელშიც იგულისხმება ეუთოს დამკვირვებლების მიერ ინციდენტის ადგილზე თვითმხილველთა ჩვენებების საფუძველზე მომზადებული მოხსენება.

ევროკავშირი ასევე შეუერთდა აშშ-ს მოწოდებებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე, რასაც თბილისი უკვე დიდი ხანია ითხოვს. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ საკითხს ეუთომ მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგობის გამო.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23