Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 სექ.'07 / 15:38

მთავრობის უმნიშვნელოდ განახლებულმა შემადგენლობამ და პროგრამამ 7 სექტემბერს 133 ხმით 13-ის წინააღმდეგ პარლამენტის ნდობა მოიპოვა.

ცვლილებების შედეგად სამმა მინისტრმა დაკარგა თანამდებობა; თუმცა, მინისტრების ძირითადმა ნაწილმა პოსტები შეინარჩუნა.

ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ფინანსთა მინისტრი გახდა. მან ამ პოსტზე ლექსო ალექსიშვილი შეცვალა.

სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ტყეშელაშვილმა გია ქავთარაძე შეცვალა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე.

ჯანდაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა შეცვალა. ამ უკანასკნელის თანამდებობა კი მისმა მოადგილემ, დავით ჩანტლაძემ დაიკავა.

დანარჩენმა მინისტრებმა თავიანთი პოსტები შეინარჩუნეს:

ვანო მერაბიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი;
დავით კეზერაშვილი - თავდაცვის მინისტრი;
გელა ბეჟუაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი;
გიორგი არველაძე - ეკონომიკური განვითარების მინისტრი;
კახა ლომაია - განათლების და მეცნიერების მინისტრი;
გიორგი გაბაშვილი - კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;  
გია ხევიაშვილი - ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი;
დავით ბაქრაძე - სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში;
ზინაიდა ბესტაევა - სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში;
გიორგი ბარამიძე - სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში;
კახა ბენდუქიძე - სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს განახლებული მთავრობის პროგრამა, რომელიც პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა წარმოადგინა და მას ”სურვილების კრებული” უწოდეს, რომელიც არ შეიცავდა კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.

პროგრამა 4 სექტემბერს ასევე გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. თუმცა, 7 სექტემბერს გამართული სხდომაზე ბურჯანაძემ დუმილი ამჯობინა.


 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17