Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთში შეტაკების შედეგად ორი ადამიანია მოკლული
/ 21 სექ.'07 / 10:51
სივილ ჯორჯია

ორი აფხაზი მებრძოლი დაიღუპა, ერთი დაიჭრა და ექვსიც ქართულმა ძალებმა დააკავეს 20 სექტემბერს მომხდარი შეტაკების შემდეგ. ეს ინფორმაცია ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა დაადასტურეს. 

განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება შეიარაღებული შეტაკების ადგილის შესახებ. თბილისის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა მოიგერიეს ”თავდასხმა”  მის მიერ კონტროლირებად ზემო კოდორის ხეობაში, ხოლო სოხუმი აცხადებს, რომ ქართული ძალები თავს დაესხნენ ტყვარჩელში განთავსებულ მესაზღვრეთა საწვრთნელ ბანაკს.

”თავდასხმა განხორციელდა კოდორის ხეობის მშენებარე ცენტრალური გზის მახლობლად,” განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ”აფხაზი სეპარატისტების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს, რომლებიც გზას იცავდნენ... მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მიერ კოტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმა.”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ინციდენტის ადგილას 20 სექტემბერს გაემგზავრა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”დივერსანტთა ჯგუფი” ზემო კოდორის ხეობაში სამი დღის წინ, ტყვარჩელის რაიონიდან შემოვიდა.

”ჩვენმა სპეცდანიშნულების რაზმმა დივერსანტთა ჯგუფი [სოფელ] იდლიანის მახლობლად აღმოაჩინა,” - განაცხადა მერაბიშვილმა, ”ჩვენი რაზმი დაედევნა მათ და გაანადგურა”.

მისი თქმით, ჯგუფი ”სულ ცოტა 16 წევრისგან შედგებოდა და რამდენიმე მათგანი უკან, ტყვარჩელში გაიქცა”.

”შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმის ძალიან წარმატებული ოპერაცია,” - დასძინა მერაბიშვილმა.

თუმცა, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ქართული მხარე აგრესიაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თავს დაესხნენ თვითგამოცხადებული რეგიონის ძალებს. მან ინციდენტის შემდეგ სოჭში ვიზიტი შეწყვიტა, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს ესწრებოდა, აფხაზეთში დაბრუნდა და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

აფხაზური მხარის ცნობით, ინციდენტი აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, 10 კილომეტრამდე მანძილის მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც ახალი გზა შენდება ზემო კოდორის ხეობაში.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართული ძალები 20 სექტემბერს, დაახლოებით დილის 11 საათზე თავს დაესხნენ აფხაზეთის სასაზღვრო ძალების საწვრთნელ ბანაკს  ტყვარჩელის რაიონში.

ბაღაფშმა გაეროს დამკვირვებლებს და რუს სამშვიდობოებს ინციდენტის ადგილას მონიტორინგის ჩატარების თხოვნით მიმართა.

თუმცა, მერაბიშვილმა განაცხადა: ”ჩვენ საფუძვლიანი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ თავდასხმა აფხაზური მხრიდან განხორციელდა”.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე კვლავაც მოწოდებულია მხოლოდ  მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტები. 

”მაგრამ არ ვაპირებთ თვალი დავხუჭოთ ამგვარ პროვოკაციებზე. ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ მათ,” -განაცხადა ბაქრაძემ.

მან ასევე მოუწოდა აფხაზურ მხარეს ”შეწყვიტოს ცეცხლთან თამაში”. ბაქრაძის თქმით, 20 სექტემბრის ინციდენტი იყო აფხაზური მხარის მიერ ცოტა ხნის წინ გახმოვანებული ”აგრესიული რიტორიკის” შედეგი. 

სერგეი ბაღაფშმა 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ზემო კოდორის ხეობა აფხაზეთის ტერიტორიაა და არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ სოხუმი მას დაიბრუნებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28