Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოქრუაშვილი საჯარო განცხადებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 სექ.'07 / 14:22

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს პირველ პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს და დაარღვევს გასული წლის ნოემბერში მთავრობიდან წამოსვლის შემდეგ შენარჩუნებულ დუმილს.

მან უკვე მოიწვია თბილისის ცენტრში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია, სადაც სავარაუდოდ, მისი ახალი პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” პრეზენტაცია შედგება.

იმავდროულად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ოქრუაშვილის პარტიული ოფისის შეძენა უკანონოდ მოხდა. კერძოდ, გაყალბდა ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც რეალურად გადახდილი თანხის -  1.8 მლნ აშშ დოლარის ნაცვლად - 250 ათასი ლარია დაფიქსირებული. შემოსავლების სამსახური მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ გარიგებით სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მლნ ლარის ზარალი მიადგა.

მედია ასევე იტყობინება, რომ შემოსავლების სამსახური ფინანსური დოკუმენტაციას სწავლობს კომპანია ”არტი ჯგუფში”, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

”არტი ჯგუფი” ფიგურირებს ასევე საქმეში, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ქიტოშვილის სკანდალურ დაკავებას უკავშირდება. გენპროკურატურა ქიტოშვილს სწორედ ”არტი ჯგუფის” სასარგებლოდ ”ჯეოსელის” 2,6% წილის უკანონო გადაფორმებაში მონაწილეობის გამო უყენებს გამოძალვის ბრალდებას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9