Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 სექ.'07 / 21:49

ოპოზიციური კონსერვატიული და რესპუბლიკელთა პარტიები მიესალმებიან ირაკლი ოქრუაშვილის ოპოზიციონერი ლიდერის რანგში პოლიტიკაში ხმაურიან დაბრუნებას, თუმცა მრეწველები და ახალი მემარჯვეენები შედარებით ფრთხილ შეფასებებს აკეთებენ ამ თემაზე. 

ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დღეს თავისი ოპოზიციური პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” პრეზენტაცია გამართა, სააკაშვილის ადმინისტრაცია ”ფაშისტურ ტენდენციებში”, მკვლელობების შეკვეთებსა და ანტი-სახელმწიფოებრივ მოქმედებებში დაადანაშაულა.

კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ოქრუაშვილს სერიოზული პოტენციალი აქვს, რომ გახდეს ძლიერი ლიდერი, თუ საზოგადოება დარწმუნდება, რომ ის ბოლომდე ამბობს სიმართლეს და ხელისუფლებასთან ვაჭრობაზე არ მიდის.

მისი თქმით, ხელისუფლებას იმდენად ოქრუაშვილის ხელთ არსებული კომპრომატები არ აღელვებს, რამდენადაც აშინებს, რომ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა სერიოზული პოლიტიკური ძალის ფორმირება ვერ მოახერხოს.

”ოქრუაშვილს ძალიან კარგი სასტარტო პირობები აქვს - დიდი ფინანსები, უამრავი ინფორმაცია, სახელისუფლებო შარმი,”- აცხადებს კუკავა, ”თუ ოქრუაშვილი იტყვის, რომ [ყოფილი პრემიერი] ზურაბ ჟვანია პრეზიდენტის დავალებით მოკლეს, ეს განცხადება სერიოზულად დააზარალებს ხელისუფლებას, თუმცა ამაში ახალი არაფერი არ იქნება და საზოგადოება ისევე გადახარშავს ამას, როგორც სხვა ფაქტებს შეეგუა”.

ოპოზიციის ვარაუდით, ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს, რომ როგორმე ოქრუაშვილის ნეიტრალიზაცია მოახდინოს, დაპატიმრების თუ სხვა რაიმე ფორმით.

”სწორედ ამ მიზნით დაიჭირეს დიმიტრი ქიტოშვილი, რომ დააწერინონ ჩვენებები ოქრუაშვილი წინააღმდეგ,”- აცხადებს კუკავა.

რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ”კომპრომატების ომი” უკვე დაწყებულია და ”მოარული აზრი, რომ შეიძლება ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა ერთი თამაში ითამაშონ, არ გამართლდა, რადგან პრეზიდენტზე ასეთი თავდასხმა თამაშს არ ჰგავს”.

”მცდელობის მიუხედავად, დღეს ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა [ოქრუაშვილის ახალი პარტიის] პრეზენტაცია და უკვე სახეზე გვაქვს სერიოზული დაპირისპირება,”- აცხადებს Civil.ge-სთან საუბარში ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ჯერ-ჯერობით სახელისუფლებო წრეებმა ოქრუაშვილის განცხადებებს ვერაფერი დაუპირისპირეს,  ”რადგან ბრალდებების ადრესატი პრეზიდენტი იყო და მათზე პასუხი გაცემა მხოლოდ პირველ პირს შეუძლია”.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის შეფასებით, ოქრუაშვილმა დღეს გაკეთებული განცხადებებით აღიარა, რომ იგი ”წლების განმავლობაში მალავდა დანაშაულს პრეზიდენტის ბიძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით და პრეზიდენტის მიერ ლიკვიდაციების დაკვეთასთან დაკავშირებით”.

”დიდი ხანია ყველა ველოდებოდით ამ დღეს. სიმართლე გითხრათ მე უფრო მასშტაბურ პრეზენტაციას ველოდი, მაგრამ მათ ბუნებრივია ყველაფერი წინ აქვთ და მათი მხარდამჭერებიც მოიძებნებიან,”- განაცხადა მრეწველთა ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ.


 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16