Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოქრუაშვილი დასახულ მიზნებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 სექ.'07 / 16:59

ოპოზიციური ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს მმართველობის საპარლამენტო სისტემას, თუმცა ასევე წინაამდეგია ისეთი სისტემისა, სადაც ”ქვეყანა ინდივიდებზეა ჩამოკიდებული”.

გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 27 სექტემბერს გამოქვეყნდა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის დაბალანსებული სისტემის მომხრეა.

”სისტემა, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, დასანგრევია,” - განაცხადა მან.

ოქრუაშვილის თქმით, თეორიული განხილვების დრო არ არის, თუ მმართველობის რომელი სისტემა იქნება უკეთესი საქართველოსთვის. ”მთავარი ამოცანა ჩვენთვის ამ ეტაპისთვის არის ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დასუსტეს. მეორე ეტაპზე, სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ უნდა იყოს,” - დასძინა ოქრუაშვილმა.

თუმცა მან ასევე განაცხადა: ”სანამ გვიანი არაა, სააკაშვილმა უნდა მოახდინოს პოლიტიკური პროცესების შემობრუნება” და ”მოახდინოს აუცილებლად უსახური ხალხის გაყრა”, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს არსებული სისტემის შეცვლას.

თავის წინა განცხადებებში ოქრუაშვილმა, პრეზიდენტ სააკაშვილის გარდა, ასევე მიიტანა იერიში დეპუტატ გიგა ბოკერიაზე, რომელსაც სააკაშვილის ”მთავარი იდეოლოგი” უწოდა და შინაგან საქმეთა მინისრტზე, ვანო მერაბიშვილზე.  

”რეზონანთან” ინტერვიუში ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია კონსულტაციებს აწარმოებს რესპუბლიკელებთან და კონსერვატორებთან შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე. რესპუბლიკელებიც და კონსერვატორებიც მმართველობის საპარლამენტო სისტემას უჭერენ მხარს. გასული წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ორივე პარტია გაერთიანდა, რის შედეგადაც მათ ხმების 9% მოიპოვეს.

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი იქნება არსებული საარჩევნო კოდექსის შეცვლა.

”მთავარი დღეს ისაა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალოს. დღეს არის ისეთი კანონმდებლობაა, რომელიც პერსპექტივას არ აძლევს არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, მოიპოვოს რაიმე წარმატება,” - განაცხადა მან.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 50 ახალი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა ”მოგებულს ყველაფერი რჩება” სისტემით  - ამ წესს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია აკრიტიკებს.

ოქრუაშვილის თქმით, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს; თუმცა მან ასევე განაცხადა: ”თუ სააკაშვილი ხალხის ფურთხებას გააგრძელებს, ის ზუსტად იგივე ბედს გაიზიარებს, რაც შევარდნაძეს ხვდა წილად”.

მან თავი შეიკავა კომენტარი გაეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, აპირებდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

გასული წლის დეკემბერში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შედეგად,  საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2008 წელს, სავარაუდოდ ოქტომბერ-დეკემბრის მონაკვეთში გაიმართება.  

2008 წლის 6 ნოემბერს ოქრუაშვილს 35 წელი შეუსრულდება. რადგანაც ეს მინიმალური ასაკია, როდესაც პიროვნებას შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და პრეზიდენტ სააკაშვილზეა დამოკიდებული არჩევნების ზუსტი თარიღის დადგენა, ოქრუაშვილს შესაძლოა მონაწილეობის უფლება არ მიეცეს, თუ არჩევნები 6 ნოემბრამდე დაინიშნება.

”რეზონანსთან” ინტერვიუში ოქრუაშვილმა ასევე გააკრიტიკა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა განაცხადა რა, რომ ”ბიზნესი ტერორის ქვეშაა” და ”რეალურად ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის”.

”თუ შემოდის, იდება მხოლოდ უძრავ ქონებაში, რომელიც მერე იყინება იმის გამო, რომ ერთი და ორი წლის მერე გაძვირებულ ფასად გაიყიდოს,” - განაცხადა ოქრუაშვილმა, ”ეს ფული არაა ხალხის დასაქმებაში ჩადებული ფული”. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16