Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტიის ლიდერებმა ოქრუაშვილის დაკავებაზე კომენტარი გააკეთეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 სექ.'07 / 11:39

სახელმწიფო ადექვატურ პასუხს გასცემს მათ, ვინ შეეცდება ქვეყანაში ცეცხლი დაანთოს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან დავით კირკიტაძემ 28 სექტემბერს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე. წინა დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებას მასობრივი აქციების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რათა პროტესტი გამოეხატათ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების გამო.

საპარლამენტო უმრავლესობის გავლენიანი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული სკანდალური განცხადებებით შეეცადა პოლიტიკური ხელშეუხებლობის მიღებას.

”თუმცა გუშინდელი მოვლენების შემდეგ ყველა გაიგებს, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ყველა  ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამდებობის პირი, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა , მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისა წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში, იქნება დასჯილი, თუკი ჩაიდენს დანაშაულს, ბოროტად გამოიყენებს თანამდებობას და მოიპარავს ფულს,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ”ისტერიკა” უწოდა ოპონენტების გამოსვლებს ირაკლი ოქრუაშვილის დასაცავად, რომელთაც მოუწოდეს 28 სექტემბერს 14:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვისაკენ. 

”ჩვენი ოპონენტების საქმეა, როგორი ტიპის ლანძღვას და რა ტერმინებს ამოარჩევენ, მაგრამ გუშინ რამოდენიმეჯერ მოვისმინე ტერმინი ”დამხობა,”- განაცხადა ბოკერიამ.

”მინდა ყველა გავაფრთხილო  - ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და რამე ტიპის ძალადობისკენ არ წაუცდეს ხელი თორემ სახელმწიფოდ პასუხი, როგორც ეს უნდა იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, იქნება უმკაცრესი, კანონის ფარგლებში, მაგრამ უმკაცრესი,”- აღნიშნა მან.

მმართველმა პარტიამ ასევე თხოვნით მიმართა პროკურატურას იმ ბრალდებების პარალელურად, რომელიც ოქრუაშვილს ოფიციალურად აქვს წაყენებული (გამოძალვა, ფულის გათეთრება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურეობრივი გულგრილობა), გამოიძიოს იმ განცხადებების საფუძვლიანობა, რომელიც ოქრუაშვილმა პრეზიდენტისა და მისი გუნდის წინააღმდეგ გააკეთა.

”ჩვენ გვინდა, რომ გამოიკითხოს ბრალდებული ოქრუაშვილი, ასევე ის ადამიანები, ვინც დაკავებული არიან, რომ ხომ არ აქვთ მათ რაიმე ფაქტიური მასალა ან მათ თანაგუნდელებს და კონკრეტულად ხომ არ შეუძლიათ ისაუბრონ იმ ბრალდებებზე, რაზედაც ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში მათი მხრიდან იყო საუბარი,”- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ირაკლი ოქრუაშვილმა სერიოზული ბრალდებები წაუყენა ხელისუფლებას, მათ შორის ყველაზე მწვავე იყო, რომ პრეზიდენტი პირადად მას ავალებდა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ განცხადება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გამოძიების ოფიციალურ ვერსიას.

”ყველასთვის ნათელია, რომ პოლიტიკურ განცხადებებს კი არ მოყვა დაკავებები, პირიქით ლეგიტიმურ დაპატიმრებებს, კორუფციასთან ბრძოლას მოჰყვა პოლიტიკური განცხადებები,”- განაცხადა ბოკერიამ.

მას მხედველობაში ჰქონდა ანტიკორუფციული კამპანიის ეგიდით გორში მაღალჩინოსნების, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ქიტოშვილის დაპატიმრებები, რომლებიც წინ უსწრებდა ოქრუაშვილის განცხადებებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12