Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალი მემარჯვენეები ოქრუაშვილის ბრალდებების საპარლამენტო გამოძიებას ითხოვენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ოქტ.'07 / 15:41

ახალი მემარჯვენეების ოპოზიციური ფრაქცია გამოდის ინიციატივით პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 25 სექტემბერს, დაპატიმრებამდე ორი დღით ადრე, ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” სხვა ბრალდებებთან ერთად განაცხადა, რომ მას პრეზიდენტმა პირადად დაუკვეთა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია; ოქრუაშვილმა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ბრალდებებს ”სიცრუე” უწოდა.

”საგამოძიებო კომისიის მუშაობა ან დასრულდება პრეზიდენტის იმპიჩმენტით ან ამ ბრალდებების გაქარწყლებით,”- განუცხადა ჟურნალისტებს ახალი მემარჯვნეების წარმომადგენელმა, დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ. 

ფრაქცია მრეწველების განცხადებით, ხელისუფლება უნდა დათანხმდეს კომისიის შექმნას, რადგან ეს მათ ინტერესებშიც შედის; თუმცა ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტი აცხადებს, რომ კომისიის შექმნას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ შემადგენლობაში მმართველი პარტიის დეპუტატები არ იქნებიან უმრავლესობაში.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც უკვე მიმართა ზეპირი თხოვნით პროკურატურას შეისწავლოს ოქრუაშვილის ბრალდებები, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს კომისიის შექმნის საკითხს.  

”ნებისმიერი ისეთი ასპექტი ოქრუაშვილის განცხადებისა, რომელიც შემოწმებადია საერთოდ და არ არის მხოლოდ იმაზე დაფუძნებული, რომ მე ვთქვი და მორჩა,  ამის შემოწმება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ეს მოხდება პროკურატურის მიერ,”- განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.

თუმცა ახალ მემარჯვენეებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ და პარლამენტმა პარალელურად და ”ურთიერთჩაურევლად” უნდა აწარმოონ გამოძიება ოქრუაშვილის მიერ გახმოვანებულ ბრალდებებზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12