Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოქრუაშვილი მზად არის ანტისახელისუფლებო ბრალდებებზე პროკურატურას ჩვენება მისცეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ოქტ.'07 / 15:57

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მზად არის ოფიციალურად მისცეს ჩვენება გამოძიებას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ დაკავებამდე ორი დღით ადრე გააჟღერა, განაცხადა დღეს ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ.

ამის შესახებ დღეს ბესელიამ ოფიციალური წერილით მიმართა გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს.

”ეს მისი [ოქრუაშვილის] თხოვნაა, რომ მოხდეს ამაზე წერილობითი სახით მიმართვა... იგი მზად არის მისცეს ჩვენება და მიეცეს სამართლებრივი ფორმა ყველა იმ ბრალდებას, რომელზეც იგი საუბრობდა... რამდენადაც დაცვის მხარე მისი დაპატიმრების ფაქტს უკავშირებს სწორედ ამ სკანდალურ განცხადებებს”- განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.

ირაკლი ოქრუაშვილმა 25 სექტემბერს მძიმე ბრალდებები წაუყენა პრეზიდენტ სააკაშვილს. მან  განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პირადად დაუკვეთა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია; ასევე ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია განაცხადა რა, რომ ჟვანია იმ სახლში არ გარდაცვლილა, სადაც მისი ცხედარი აღმოაჩინეს.

ამ ბრალდებებიდან ორ დღეში ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების გამო დააპატიმრეს. თუმცა ის პროკურატურის ბრალდებებს არ აღიარებს და საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

დღესვე, ოქრუაშვილის დაკავების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ. მისი თქმით, ხელშეუხებელი არავინაა და ყველა აგებს კანონის ძალით პასუხს ჩადენილ დანაშაულზე.

”მე რომ ძალიან ბევრი მილიონი მოვიპარო ჩემი სამინისტროს ბიუჯეტიდან, მე რომ ჩავუჯდე წილებში კომპანიებს და შემდეგ, როდესაც ამ საქმეებს გამოიძიებენ, დაიჭერენ ჩემს თანამზრახველებს და ჩემ დაჭერამდე ერთი დღით ადრე გამოვიდე და ვთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის უცხო პლანეტელი და ყოველ დილას ჭამს ბავშვებს - ეს ხომ არ ცვლის არაფერს და არ ნიშნავს იმას, რომ ვარ პოლიტპატიმარი და მაქვს რაიმე იმუნიტეტი სამართლის წინაშე,”- განაცხადა 5 ოქტომბერს არველაძემ, ”ზუსტად ასეთი შემთხვევაა ოქრუაშვილთან დაკავშირებით”.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14