Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”ჯეობარი” მონაწილეს სექსუალური ორიენტაციის გამო დაატოვებინეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ოქტ.'07 / 10:56

”ჯეობარის” ერთ-ერთ მონაწილეს შოუ დაატოვებინეს მას შემდეგ, რაც მან  შოუს დაწყების პირველივე დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდა.   

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა კობა დავარაშვილმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება 20 წლის პაკო ტაბატაძის შოუდან გაგდების თაობაზე მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მან ღიად განაცხადა, რომ ის გეი იყო.  

”პირველ რიგში, ”ჯეობარი” არის გადაცემა, რომელიც პოზიტიური კუთხით უნდა აჩვენებდეს ახალგაზრდების ურთიერთობას და მათ სწრაფვას გამარჯვებისაკენ,” - განაცხადა დავარაშვილმა.

ტაბატაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელსაც კიდევ თერთმეტ მონაწილესთან ერთად 40 000 ლარის მოსაპოვებლად უნდა ებრძოლა, ქართულ ტელევიზიაში პირველი ღია განცხადება იყო ჰომოსექსუალობის შესახებ.

თბილისში, ივლისის თვეში მას შემდეგ ჩაიშალა ტოლერანტობისადმი  მიძღვნილი ქუჩის აქცია, რაც გავრცელდა ხმები, რომ ეს გეი აღლუმი უნდა ყოფილიყო. აქციის ”ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი” ორგანიზატორებმა ამ ხმებს უსაფუძვლო უწოდეს. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გააფრთხილა, რომ სექსუალურ უმცირესობათა აღლუმი დაპირისპირებას და შეტაკებას გამოიწვევდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32