Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატარკაციშვილი ოპოზიციის საპროტესტო კამპანიას დააფინანსებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ოქტ.'07 / 10:38
სივილ ჯორჯია

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური დახმარება გაუწიოს საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნულ საბჭოს. ათი ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი მოძრაობა გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო კამპანიას უწევს ორგანიზებას. 

28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი დააფინანსებს ოპოზიციას, რათა მათ ”ცივილიზებული” გზით ჩაატარონ საპროტესტო აქციები. ოპოზიცია 2 ნოემბერს პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. მანამდე ოპოზიცია რეგიონებში მართავს აქციებს.

აქამდეც სერიოზული ეჭვები არსებობდა, რომ პატარკაციშვილი აფინანსებდა ოპოზიციას, თუმცა ამაზე მისი საჯარო განცხადება იშვიათი შემთხვევაა საქართველოში. პატარკაციშვილის მედია ჰოლდინგმა ”იმედმა” უკვე მნიშვნელოვანი საეთერო დრო დაუთმო ოპოზიციის კამპანიას გაშუქებას.

”განვითარებული მოვლენები და საპროტესტო მოძრაობის მასშტაბები მაფიქრებინებს, რომ ქვეყანა სერიოზული პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა,” - აცხადებს პატარკაციშვილი, ”იმედს გამოვთქვამ, რომ ყველას და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობა, რათა არ იქნას დაშვებული არანაირი პროვოკაცია, რომელმაც შესაძლოა ბიძგი მისცეს პროცესების არაკონსტიტუციური გზით განვითარებას”.

მისი თქმით, ოპოზიცია ფინანსური რესურსების ნაკლებობას განიცდის, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საპროტესტო აქციების ”ცივილიზებული გზით” გამართვაში.

პატარკაციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის ”მთლიანად იზიარებს” ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მანიფესტს, რომელშიც ოპოზიციამ თავისი ხედვა ჩამოაყალიბა არჩევნებზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე, სასამართლო სისტემაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, თავისუფალ მედიაზე, საკუთრების უფლებაზე, ბიზნესზე, სოციალურ პოლიტიკაზე, ეროვნულ ღირებულებებზე და საგარეო პოლიტიკაზე. 

17 ოქტომბერს პრეზიდენტ სააკაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სახელზე გაგზავნილ წერილში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძირითადი მოთხოვნები ჩამოაყალიბა. ესენია: პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში - 2008 წლის გაზაფხულზე; არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ; მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე; გათავისუფლდნენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები. 

”მჯერა, რომ პროცესები არ გამოვა კონსტიტუციური ფარგლებიდან, ოპოზიცია იქნება ერთიანი და რაც მთავარია ბოლომდე შეინარჩუნებს მანიფესტისადმი ერთგულებას. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთია ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელსაც მეც ვუერთდები, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე,” - განაცხადა პატარკაციშვილმა.

პატარკაციშვილის ამ განცხადებას, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება, წინ უძღოდა მის მიერ 17 ოქტომბერს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ მისეული ხედვის გამოქვეყნება. 10 ოქტომბერს ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა ”რთულმა სიტუაციამ” შეიძლება აიძულოს ის პოლიტიკაში მოვიდეს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20