Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია დანიელ ფრიდს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ნოე.'07 / 12:28

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს თბილისში ვიზიტით მყოფ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდს შეხვდნენ და 2 ნოემბრის საპროტესტო აქციის წინ ხელისუფლებასთან დიალოგის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.

”კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალება არის დიალოგი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის და აშშ-ს მთავრობას, ბუნებრივია, შეუძლია ამ დიალოგს ხელი შეუწყოს,”- განაცხადა კუკავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ და იქვე აღნიშნა,” ხალხი არ დაიშლება მანამ, ვიდრე დემოკრატიული არჩევნები არ დაინიშნება”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მათ აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელთან შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობიდან შესაძლო გამოსავალი გზები განიხილეს.

”ეს არის დიალოგი, საარჩევნო ვადის გადმოტანა, საარჩევნო  კანონმდებლობის გაუმჯობესება, რათა საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ არჩევნების გზით შეიძლება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ. მისი პოლიტიკური ძალა 2 ნოემბრის აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, თუმცა ეთანხმება გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს.  

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, ”რამდენად ზომიერი და პასუხისმგებელია მოსახლეობა, რომელიც ხვალ [2 ნოემბრის აქციაზე] გამოვა”.

ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელ ფრიდს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისი მედიასთან შეხვედრა მოგვიანებით იგეგმება მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

იმავდროულად, დღეს თბილისში გაიმართა ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან, სადაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა განიხილეს. 

”მათ უკეთ ესმით ის კრიზისული ვითარება, რაც საქართველოშია, ვიდრე ხელისუფლებას,” - განაცხადა ეუთოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ დავით ზურაბიშვილმა, დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამხელა ინტერესს იჩენს ოპოზიციის მიმართ, მიანიშნებს რომ ოპოზიცია ანგარიშგასაწევი ძალაა”.


 



უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17