Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა, ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა
/ 8 ნოე.'07 / 11:52
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 15 დღის განმავლობაში საგანგებო ვითარება შემოიღო, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ 8 ნოემბერს, ღამის 1 საათზე.

მისი თქმით, შეზღუდვები დაწესდება ინფორმაციის გავრცელებაზე, დემონტრაციებზე და გაფიცვებზე.

შედეგად, საინფორმაციო გადაცემები კერძო ტელეარხებზე დაიხურება 15 დღის განმავლობაში. მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელზე გავა ახალი ამბები.

არველაძის თქმით, პრეზიდენტის დეკრეტი ითვალისწინებს წერილობით ან სიტყვიერი ფორმით ინფორმაციის მიღების და თავისუფალი გავრცელების შეწყვეტას”.

ეს ეხება მხოლოდ ტელე და რადიო კომპანიებს,” - დააზუსტა არველაძემ. მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას”.

გაზეთები და ინტერნეტ გამოცემები არ შეიზღუდებიან ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების თვალსაზრისით.

პარლამენტი მომდევნო 48 საათს განმავლობაში შეიკრიბება პრეზიდენტის დეკრეტის დასამტკიცებლად, რომელიც უკვე ძალაშია.

არველაძის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გააკეთა განცხადება, რომ საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ თბილისში გამოცხადდა თუმცა პრეზიდენტის დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის მთელ საქართველოში შემოღების თაობაზე მისი განცხადებიდან რამდენიმე საათში გამოიცა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე შეწყდა მაუწყებლობა ორი ტელეკომპანიის - იმედის”  და კავკასიის”, რომლებიც ხშირად უთმობდნენ ეთერს ოპოზიციურ აზრს. სხვა ტელეკომპანიები ჩეულებრივ რეჟიმში გადასცემდნენ მიმდინარე მოვლენებს. თუმცა ეკონომიკის მინისტრის განცხადების შემდეგ რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა განაცხადა: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი გამოშვება და ვიმედოვნებ, რომ დაგიბრუნდებით 15 დღის შემდეგ”.

ყველა კერძო კომპანია, გარდა იმედის და კავკასიისა”, ამჟამად მაუწყებლობას აგრძელებს, თუმცა ახალი ამბების გაშუქების გარეშე.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 ნოემბერს რუსეთი და საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თბილისში არეულობის მოწყობაში დაადანაშაულა, შეწყდა იმედის”  და კავკასიის მაუწყებლობა.

ტელეკომპანია იმედი მას შემდეგ გათიშეს, რაც მისმა წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სპეცრაზმი ტელევიზიაში შეიჭრა”.

ისინი ახლა სტუდიაში შემოჭრას ცდილობენ,” - განაცხადა ტელეკომპანია იმედის წამყვანმა გიორგი თარგამაძემ, იმედი იყო ერთადერთი ფანჯარა, რომლითაც საქართველო უყურებდა სიმართლეს”. 

პარალელურად, ხმაური ისმოდა სტუდიის გარეთაც; შემდეგ შუქები ჩაქრა და ვიდეოკამერებიც გაითიშა. ასევე გაითიშა რადიო იმედი და იმედის ვებ-გვერდი.

სულ რამდენიმე წუთში ასევე გაითიშა ტელეკომპანია კავკასია”.

იმედისგან განსხვავებით, კავკასია პატარა ტელეკომპანიაა, რომლის მაუწყებლობაც მხოლოდ თბილისში ვრცელდება.

ტელეკომპანია იმედის თანამფლობელები არიან ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილის და News Corporation.

ცოტა ხნის წინ პატარკაციშვილმა მისი აქციების მართვის უფლება რუპერტ მერდოკის News Corporation- გადასცა ერთწლიანი ვადით მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ოპოზიციის კამპანიის დაფინანსებას გეგმავს.

7 ნოემბერს თავის სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იქ [რუსეთში] დაიგეგმა, იქიდან დაფინანსდა, თავის მეგობარი ოლიგარქების მეშვეობით მოხდა ყველაფერი ამის განხორციელება.” მას მხედველობაში ბადრი პატარკაციშვილი ჰყავდა.

ტელეკომპანია ”იმედის” წინ ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა, რომელიც სკანდირებდა: ”იმედი, იმედი”.

ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ დალუქეს იმედის ოფისი ნიღბიანმა პოლიციელებმა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ცემენ პოლიციელები მოქალაქეს. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა იმედის ოფისის გარეთ მყოფი მოქალაქეების დასაშლელად.

”ემოციები ძლიერია და აუცილებელია პოლიტიკოსებს არ მიეცეთ იმის საშუალება, რომ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას,”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ, როცა საუბრობდა საინფორმაციო გამოშვებების შეზღუდვის მოტივებზე.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16