Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იქნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ნოე.'07 / 18:15

ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა.

გაჩეჩილაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ რესპუბლიკელები, კონსერვატორები, საქართველოს გზა, ხალხის პარტია, თავისუფლება, ჩვენ თვითონ, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ეროვნული ფორუმი და ქართული დასი - ყველა ის პარტია, გარდა ლეიბორისტებისა, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას უწევდნენ ორგანიზებას.

”ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ჩვენი დაწყებული ბრძოლის გაგრძელება ძალადობის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ და პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ,”- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, ”ჩვენ  ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დამთავრდეს ბელადომანია და როგორც კი ეს დამთავრდება, მე მზად ვარ წავიდე პოლიტიკურ პენსიაში”.

იმავდროულად, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს გზის ლიდერს სალომე ზურაბიშვილს ასახელებს. მას კონსტიტუცია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს, რადგან მას საქართველოში 15 წლის მანძილზე არ უცხოვრია.

”ჩემს მიმართ იყო სპეციალური კონსტიტუციური შეზღუდვები და ამდენად, ჩემი კანდიდატურა საპრეზიდენტოზე ვერ იქნებოდა წარდგენილი და ჩვენ ამიტომ წარვადგინეთ კანდიდატურა, რომელიც არის ძალიან სერიოზული კონკურენტი პრეზიდენტ სააკაშვილის,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

43 წლის ლევან გაჩეჩილაძე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის უპარტიო წევრია. ის ასევე ერთ-ერთი დამფუძნებელია პარტია ახალი მემარჯვენეების, რომელსაც 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს გაჩენილი პოლიტიკური უთანხმოების გამო გამოეყო. გაჩეჩილაძე 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო, ხოლო მანამდე საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ს ხელმძღვანელობდა.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
63