Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: პუტინმა განმიცხადა, რომ ახალ კვიპროსს მოგვიწყობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ნოე.'07 / 10:46

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ გასულ წელს მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი პირადად დაემუქრა მას, რომ რუსეთი აფხაზეთში ”ახალ კვიპროსს მოგვიწყობს” და ქვეყანას ორ ნაწილად გახლეჩს.

12 ნოემბერს საღამოს მასწავლებლებთან შეხვედრისას, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადასცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაიხსენა მისი საუბარი პუტინთან გასული წლის ნოემბერში, მინსკში გამართულ დსთ-ს ლიდერთა სამიტის პარალელურად. თავდაპირველად, ის შეეხო ინფორმაციას აფხაზეთში დამატებითი რუსული ძალების განთავსების თაობაზე და შემდეგ კვიპროსის თემა წამოწია.

ქვემოთ მოცემულია სააკაშვილის გამოსვლის ამ ნაწილის ტექსტი:

”გუშინ და დღეს მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ეს დღის განმავლობაში რუსი პოლიტოლოგების განსჯის ძირითადი თემა იყო. უნდა გითხრათ, რომ გუშინვე აფხაზეთში ოჩამჩირის სადგურზე ჩამოდგა მატარებელი რამდენიმე ათეული T-72 ტანკითა და არტილერიული მოწყობილობებით, რაც რუსეთს ბოლო წლების განმავლობაში აღარ გაუკეთებია - მან აფხაზეთში იარაღი შემოიტანა. დღეს დილით რამდენიმე ათეული ავტობუსით რუსეთიდან შემოვიდნენ ჩეჩენი ეროვნების მებრძოლები, გადმოკვეთეს ფსოუს საზღვარი და განლაგდნენ ოჩამჩირისა და გალის რაიონებში.

მსურს ის გითხრათ, რასაც ახლა პირველად ვიტყვი: შარშან, [დსთ-ს] მინსკის სამიტის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა სრულიად კონკრეტულად განმიცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთში ახალ კვიპროსს მოგვიწყობს.

და მე მინდა განვმარტო რა არის კვიპროსი, როგორც ესმით ეს რუსებს. 1973 წელს ათენში, საბერძნეთში იყო დიდი არეულობა. იყო გამოსვლები მაშინდელი საბერძნეთის მთავრობის წინააღმდეგ და ამის პარალელურად კვიპროსში დაიწყო არეულობა. საბერძნეთი მთავრობა, რომელიც მთლიანად დაკავებული იყო საბერძნეთის შიდა პრობლემებით და განძრევა ვერ მოახერხა და კვიპროსი გაიყო შუაზე და დღემდე ეს კონფლიქტი გრძელდება. აი ეს არის კვიპროსი მოწყობილი საქართველოსთვის.

მინდა ვუთხრა რუსებს და სხვებს: საქართველო თქვენ ვერ გაყავით და ვერც გაყოფთ. იმიტაცია იმისა, რომ საქართველო გაყოფილია და დასუსტებული, მოახერხეთ და საერთაშორისო ზიანი, უდავოდ, მოგვაყენეთ, მაგრამ რეალურად ამ ტერიტორიის გაყოფა არასოდეს არ მოხდება.

უფრო მეტიც, საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურები მთლიანადაა მობილიზებული იმისათვის, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ვერასდროს ვერავინ ვერ წაგვართვას.

არ შემოყოთ ცხვირი და გაიყვანონ ეს ჩეჩნები იქიდან [აფხაზეთიდან]. რამდენიც მებრძოლიც არ უნდა შემოიყვანონ და რამდენი იარაღიც არ უნდა შემოიტანონ, ჩვენ ბევრად მეტი იარაღის საშუალებები გვაქვს, მათ გულის გასახეთქად. 

ყველას მოვუწოდებ, რომ არ გამოიყენონ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი რაიმე სახის პროვოკაციების მოსაწყობად. იმიტომ რომ უნდა გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა რა იქნება აქ წინასაარჩევნოდ, კონსტიტუციური ცვლილებები და ა.შ საქართველოში არც ერთი წუთი არ იქნება ისეთ მდგომარეობაში, რომ არ იყოს ეფექტური და ძალიან მოტივირებული ხელისუფლება, რომ პასუხი გასცეს ყველანაირ პროვოკაციას”.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21