Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის მიერ აფხაზეთის ცნობა ომის გამოცხადებას ნიშნავს - თარგამაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ნოე.'07 / 18:44

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა საქართველოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება და ”ჩვენ ამ გამოწვევას მივიღებთ”.  

ოფიციალურმა თბილისმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთში რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და 200-მდე ჩეჩენი წარმოშობის სამხედრო მოსამსახურე შეიყვანა. თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.  ამავდროულად,  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობამ უკვე დააყენა ეს საკითხი რუსეთის ხელისუფლების წინაშე.

 

”მოსახლეობამ და პოლიტიკურმა სპექტრმა ზუსტად უნდა შეაფასოს ეს საფრთხე... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენთაგანსაც ესმოდეს ეს ისე, როგორც არის სინამდვილეში: აფხაზეთის აღიარება რუსეთის მხრიდან ნიშნავს საქართველოსთვის ომის გამოცხადებას და ჩვენ ამ გამოწვევას მივიღებთ,”-  განაცხადა თარგამაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ”ეს ესმის რუსეთს პირველ რიგში და ამიტომ შეჰყავს წინასწარ, მე ვფიქრობ, ეს დამატებითი ძალები [აფხაზეთში]”.

13 ნოემბერს თბილისში პრესკონფერენციაზე საუბრისას მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ იგი ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს და ვერც უარყოფს”. 

თუმცა, მან იქვე დასძინა: ”ჩვენ მაშინვე დავაყენეთ ეს საკითხი რუსეთის მთავრობის წინაშე, რათა მიგვენიშნებინა, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და რუსი კოლეგებისგან მოველით, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით თავიანთ ვალდებულებებს დაიცავენ”. 

”ზოგჯერ სხვა ქვეყნების მიერ კეთდება განცხადებები, რომელშიც ცდილობენ, რომ სათავისოდ გამოიყენონ [საქართველოში] არსებული სიტუაცია; ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა რეგიონიდან განაცხადა: რა თქმა უნდა, აფხაზეთი დამოუკიდებელია და ის უნდა იქნას აღიარებული... ამგვარი ნაბიჯები აბსოლუტურად მიუღებელი, საშიში და არასაჭიროა”.

მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა ცოტა ხნის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა.  

 



უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43